პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ეროვნული გმირი“ და „გამარჯვების მთავარი არქიტექტორი“ - რას წერენ ესპანელები გიორგი მამარდაშვილზე...

„ეროვნული გმირი“ და „გამარჯვების მთავარი არქიტექტორი“ – რას წერენ ესპანელები გიორგი მამარდაშვილზე ისტორიული გამარჯვების შემდეგ?

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა გუ­შინ ის­ტო­რია და­წე­რა. ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი “ერთა ლი­გის” ფი­ნალ­ში სა­ბერ­ძნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ და 4:2 და­ა­მარ­ცხეს. და­ძა­ბუ­ლი და თავ­და­უ­ზო­გა­ვი ბრძო­ლის შე­დე­გად, სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა ახდა და ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ჩვე­ნი გუნ­დი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იას­პა­რე­ზებს.

გუ­შინ, ნაკ­რე­ბის არ­ცერთ ფეხ­ბურ­თელს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თავი არ და­უ­ზო­გავს, თუმ­ცა მთა­ვა­რი გმი­რი მა­ინც გა­მო­იკ­ვე­თა და ის ნაკ­რე­ბის მე­კა­რე გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი იყო.

“ეროვ­ნუ­ლი გმირს” და “გა­მარ­ჯვე­ბის მთა­ვარ არ­ქი­ტექ­ტორს” – უწო­დებს მა­მარ­დაშ­ვილს ვა­ლენ­სი­უ­რი სპორ­ტუ­ლი გა­ზე­თი “სუ­პერ­დე­პორ­ტე”, რო­მე­ლიც დღეს გა­რე­კან­ზე ქარ­თვე­ლი გოლ­კი­პე­რის ფო­ტო­თი გა­მო­ვი­და.

„პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში გი­ორ­გის ფი­გუ­რა გა­მო­იკ­ვე­თა. 23 წლის მე­კა­რემ ბერ­ძნე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი პე­ნალ­ტი მარ­ცხე­ნა ხე­ლით, კა­ტი­სე­ბუ­რი რე­აქ­ცი­ის წყა­ლო­ბით მო­ი­გე­რია. ბა­კა­სე­ტას გაგ­ზავ­ნი­ლი და­ბა­ლი ბურ­თი ქარ­თველ­მა მე­კა­რემ აიღო… შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს იქცა საკ­ვან­ძო მო­მენ­ტად, რა­მაც ქარ­თვე­ლებს გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა“, – წერს გა­მო­ცე­მა.

გი­ორ­გის თა­მა­ში გუ­შინ­დელ მატჩში მარ­თლაც შთამ­ბეჭ­და­ვი და გა­დამ­წყვე­ტი იყო. მან ბერ­ძე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლის მიერ დარ­ტყმუ­ლი პირ­ვე­ლი 11-მეტ­რი­ა­ნი მო­ი­გე­რია და მატ­ჩის ბო­ლოს აღ­ნიშ­ნა, რომ იცო­და, მე­ტო­ქე რა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­არ­ტყამ­და.

“ვი­ცო­დი პირ­ველ პე­ნალტს სა­დაც და­არ­ტყამ­და, იმი­ტომ რომ აქამ­დე ოთხი პე­ნალ­ტი ჰქონ­და დარ­ტყმუ­ლი ზუს­ტად მაგ კუ­თხე­ში, რო­დე­საც გუნდს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბო­და. ემო­ცი­უ­რი თა­მა­ში იყო, გვინ­დო­და, რომ ეს ხალ­ხი გაგ­ვე­ხა­რე­ბი­ნა იმი­ტომ, რომ ისი­ნი იმ­სა­ხუ­რე­ბენ ამას. მათი დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ დღეს აქ ვართ და მი­ხა­რია მათ­თვის, რომ ისი­ნი გა­ვა­ბედ­ნი­ე­რეთ, გა­ვე­დით ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნეთ”, – თქვა მა­მარ­დაშ­ვილ­მა.

  როგორ მოვაწყოთ სააღდგომო სუფრა და ინტერიერი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი