დღის ამბები პოზიტივზე
დღის ამბები – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება.
მმართველი პარტიის ინფორმაციით, აღნიშნული კანონის მიზანია, ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებების დაცვისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერება.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
….
თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივითღონისძიება გაიმართა, სახელწოდებით – „ქალთა იშვიათი პროფესიები“ – გენდერული ბარიერების გარეშე, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში დაიგეგმა. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა.
….
ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენების გაუქმების შეტყობინებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ავიაკომპანია ჯავშნების გაუქმების მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანიის გუნდი მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად.
“ძვირფასო მომხმარებლებო, ამ მომენტისთვის ტექნიკურ პრობლემას განვიცდით, რომელიც ჩვენი ჯავშნების სისტემაზე ახდენს გავლენას. შედეგად, აპლიკაციაში ან ვებგვერდზე გაკეთებულ ჯავშანში შესაძლოა ცვლილებები შეამჩნიოთ ან ამასთან დაკავშირებული შეტყობინებები მიიღოთ.
გთხოვთ, უგულებელვყოთ ეს ცვლილებები და დარწმუნებული იყავით, რომ როგორც კი პრობლემა მოგვარდება, მაშინვე შეგატყობინებთ.
….
საქართველოს სახალხო დამცველისთვის ბოლო დღეებში ისეთი შემთხვევების შესახებ გახდა ცნობილი, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, თუმცა დევნილთა მონაცემთა ბაზაში არ აქვთ მითითებული საქართველოში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, არ ეძლევათ ერთიან საარჩევნო სიაში მათი მონაცემების ასახვის და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ლევან იოსელიანის განცხადებით, „ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეებს სთხოვენ რეგისტრაციის ადგილის შეცვლას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მათი მისამართი აღარ იქნება მითითებული მათი რეგისტრაციის ადგილად“.
….
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით დამატებით 280 მასწავლებელი მედიაწიგნიერების საგნის სწავლებაში გადაამზადა.
შეხვედრები მედიაწიგნიერების ტრენერმა, ხათუნა ციხელაშვილმა და მედიაწიგნიერების ექსპერტმა, ნატალია ინგოროყვამ ჩაატარეს, რომლებმაც მონაწილეებს სპეციალურად მედიაწიგნიერების სწავლებისთვის შემუშავებული საგანმანათლებლო რესურსები, კერძოდ, საგანმანათლებლო სტანდარტი და სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ გააცნეს.
გადამზადების შემდეგ, მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა X,XI და XII კლასებში მედიაწიგნიერების არჩევით საგანს გაუძღვნენ და 1 სემესტრის განმავლობაში მოსწავლეებს მედიისა და ინფორმაციის ენა, ინფორმაციის დამუშავება, დეზინფორმაციის სახეები, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენა და სიმართლის დადგენის ტექნიკები შეასწავლონ.
….
პოლონეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საჰაერო ინსპექტირების სერვისების ტარიფებს ზრდის. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ინსპექტირების სერვისის ტარიფი ამჟამინდელზე გაცილებით მაღალი იქნება. ამასთან, ავიაკომპანიებიც არ მალავენ, რომ ხარჯების ზრდა ბილეთების ფასზეც აისახება. გაზრდილი საფასური კი ნოემბერში დამტკიცდება და ძალაში 2025 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. ახალი ტარიფები ნიშნავს Ryanair-ის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას, რომელსაც ყველაზე დიდი წილი აქვს პოლონეთის საჰაერო მიმოსვლაში.
….
გურია წელს ტურისტული თვალსაზრისით, აქტიური არ იყო,“ – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის გიდმა ლაშა ბერიკაშვილმა განაცხადა.
როგორც გიდმა აღნიშნა, ტურისტების სიმცირე გურიაში ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ რეგიონს არ გააჩნია სამსახური, რომელიც პროცესებს ორგანიზებას გაუწევს.
„გურია, სამწუხაროდ, წელს აქტიური არ იყო. შესაძლოა, ეს განპირობებული იყო სხვადასხვა მიზეზის გამო, პირველი ის რომ გურიაში არ არსებობს ერთიანი სამსახური, რომელიც გაუწევს ორგანიზებას პროცესებს, მოიყვანდა სინქრონში კერძო სექტორისა და საჯარო სექტორის თანამშრომლობას, რაც, ვფიქრობ, გურიისთვის ძალიან დიდი დანაკარგია. ხელიდან გაშვებული შანსია,“ – აღნიშნავს ბერიკაშვილი.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები