დღის ამბები პოზიტივზე
დღის ამბები – ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025-ის“ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა ოლიმპიადის ჩატარების უზრუნველსაყოფად საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
ბაკურიანში ბიატლონის და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რბოლის ტრასების ხელოვნური გათოვლიანებისთვის ეწყობა წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემებიც. დასკვნით ეტაპზეა თბილისის ყინულის სასახლის მშენებლობა.
….
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში, პარიზში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე არის წარდგენილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მრავალი წელია მონაწილეობს პარიზში, საერთაშორისო გამოფენა ტოპრეზაზე. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის ჩართულობა, რადგან ეს პლატფორმა ხელს უწყობს, საქართველოში უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას ევროპიდან, მათ შორის საფრანგეთიდან“,- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბრენდის განვითარების სამმართველოს უფროსმა, ანა კეკელიამ.
….
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, პროექტი „მადლობა თავდადებისთვის“ ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით განახლდა.„17 ოქტომბერს, ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება ვეტერანის დღე. ეს დღე ეკუთვნის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანს. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა ,განსაკუთრებით ღირებულია მომავალი თაობების ჩართულობა მათი ძალისხმევის აღიარებისთვის.
ამ მიზნით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, შეიმუშავა პროექტი „’მადლობა თავდადებისთვის’’, რომელიც გასულ წელს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა“-ნათქვამია ინფორმაციაში.
….
ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 29 სექტემბერის ჩათვლით მასპინძლობს, გამოფენას „ეტრუსკების სამყარო“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს გამოფენა აგრძელებს იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი გამოფენების სერიას.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელმაც მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა ერთ სივრცეში ვიხილოთ არაინდოევრუპული წარმომავლობის ორი თვითმყოფადი კულტურა, აგრძელებს 2021 წელს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ორგანიზებული გამოფენის – „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ – გამოცდილებას, ეს გამოფენა გვეხმარება კოლხური კულტურის ახლებურად გააზრებაში და თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ როგორ დაიმკვიდრა მან საკუთარი ადგილი ანტიკურ კულტურაში, რომელიც ევროპული ცივილიზაციის მთავარი საფუძველია“, – ნათქვამია განცხადებაში.
….
2025 წლიდან საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყება.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი ლონდონში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ და BRITISH AIRWAYS-ის ავიაქსელის სტრატეგიული დაგეგმარების ოფიცერმა, ნილ ჩერნოფმა მოაწერეს.
ინფორმაციის მიხედვით, ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. 2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.
….
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც 2013 წლის შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, ხელი შეუწყო ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას.
„ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციების დასადგენად, მიმდინარე წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით აშშ-ში სამომხმარებლო ბაზრის კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა ამაღლდეს არა მხოლოდ კონკრეტულად დარგის პროფესიონალებში, არამედ ზოგადად, რიგით ამერიკელ მომხმარებლებში.“ -აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
….
საქართველოში ბრიტანული ავიაკომპანია easyJet შემოდის,გავრცელებული ინფორმაციით დიდი ბრიტანული უმსხვილესი ბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet ლუტონის აეროპორტიდან თბილისში ფრენებს მომავალი აპრილიდან დაიწყებს. ამასთან, ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისიდან ფრენებს ასევე ჟენევისა და მილანის მიმართულებითაც შეასრულებს.ავიაკომპანია ლუტონსა და თბილისს კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს დააკავშირებს.
….
საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა კიდევ ერთხელ გადავადდა. მთავრობის დადგენილებით თავისუფალი ინდუსტრიული ზონი-ს ამოქმედების ვადად არაუგვიანეს 2026 წლის 1-ლი მარტი განისაზღვრა.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგდანოვკაში უნდა მოეწყოს. დოკუმენტის თანახმად, საგარეჯოს თიზ-ისათვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთზე თიზ-ის შესასვლელ-გამოსასვლელში საბაჟო გამშვები პუნქტი უნდა მოეწყოს და შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარით უნდა აღიჭურვოს.
….
კახეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება. ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი გზის მონაკვეთი უკვე გაიხსნა ივლისის ბოლოს.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის ჩქაროსნული საავტომობილო გზა შენდება. გზის პირველი მონაკვეთი, 4 კმ-იანი ვაზიანის შემოვლითი გზა, გასულ წელს გაიხსნა. ვაზიანი-საგარეჯოსა და საგარეჯოს შემოვლითი გზის, ჯამში 31 კმ-ზე, სამუშაოები აქტიურად გრძელდება და წელს დასრულდება.
სამუშაოები საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთზეც მიმდინარეობს, რომლის გახსნაც მომავალ წელს იგეგმება.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები