პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემადღეს დიდგორობაა - "ძლევაი საკვირველი"✨️

დღეს დიდგორობაა – “ძლევაი საკვირველი”✨️

დღეს დიდგორობაა – “ძლევაი საკვირველი” ✨️

დიდგორობა — სახალხო დღესასწაული, რომელიც ტარდება 12 აგვისტოს, 1121 წელს მომხდარ დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად. როგორც წესი, დღესასწაულის დროს იმართება სახალხო სეირნობა, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, დოღი, ტურნირი ჭიდაობასა და მკლავჭიდში.

📜თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2025“ იმართება.

🕰ღონისძიება დიდგორის წმინდა დავით აღმაშენებლის ტაძრიდან, პარაკლისით და ფეხით მსვლელობით, 10:30 საათზე დაიწყო.

✔️12:00 საათიდან ადგილზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ საგამოფენო და ბავშვთა სივრცეები, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ კულტურული მემკვიდრეობის, სახალხო რეწვის, კულინარიულ, სიმღერისა და ცეკვის ნიმუშებს. ასევე, მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობა.

➡️გარდა ამისა, გაიმართება კონცერტი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრებით ამასთან ერთად თეატრალიზებული პერფორმანსი, სადაც დავით აღმაშენებლის ეპოქა გაცოცხლდება.

„დიდგორობა 2025-ის“ ფარგლებში სამხედრო პირები დიდგორის ჯვრის ორდენით დაჯილდოვდებიან.

  ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პროექტების განხორციელება გრძელდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი