პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემადღეიდან, პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო

დღეიდან, პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო

დღეიდან, პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო. დიდმარხვასთან შედარებით ეს მარხვა მსუბუქია და თევზით არის ხსნილი (ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა).

პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა ცვალებადია და სულთმოფენობას უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ აღდგომის დღესასწაულზეა დამოკიდებული და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. მარხვა კი სულთმოფენობიდან ერთ კვირაში იწყება. ამიტომ პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა ყველაზე ცოტა 10 დღეა, ყველაზე ბევრი კი – ექვსი კვირა.

ქრისტეს მოწაფეთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს, წმინდა პეტრესა და პავლეს მიაგებს, სწორედ ამიტომ მათ “მოციქულთა თავნი“ ანუ მეთაურები ეწოდებათ. ისინი ერთდრულად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.

  „ბარმენად რომ ვმუშაობდი, ნათესავებმა გააპროტესტეს, ვერ მიგებდნენ“ – ნინო ლეჟავა ცხოვრებაში გამოვლილ სირთულეებზე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი