პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიდიეტა, რომელიც კვირაში მხოლოდ 3 დღე უნდა დაიცვათ, მხოლოდ 3 ინგრედიენტი დაგჭირდებათ...

დიეტა, რომელიც კვირაში მხოლოდ 3 დღე უნდა დაიცვათ, მხოლოდ 3 ინგრედიენტი დაგჭირდებათ და თვეში, სულ მცირე, 10 კილოს დაიკლებთ

თუ ნებისყოფას გამოიჩენთ, მოინდომებთ, თავს ხელში აიყვანთ და სწორად დაიცავთ ჭარხლის დიეტას, თვეში, მინიმუმ, 10-12 ზედმეტ კილოგრამს მოიკლებთ და იმავდროულად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობასაც მოიწესრიგებთ.

გაითვალისწინეთ, დიეტა კვირის განმავლობაში მხოლოდ სამი დღე უნდა დაიცვათ. კვირის ბოლოს, თავად დარწმუნდებით, რომ ორგანიზმი შემსუბუქდება, ამასთან, საგრძნობლად მოწესრიგდება კუჭის მოქმედებაც.

თითოეული დღისთვის დაგჭირდებათ: 1,5 ლიტრი კეფირი, 1 კილოგრამი მოხარშული წითელი ჭარხალი, 1 კონა სალათის ფურცლები და 1,5 ლიტრი მინერალური წყალი.

მომზადების წესი: მოხარშული ჭარხალი და კეფირი დააბლენდერეთ, დააქუცმაცეთ სალათის ფურცლები, მოასხით ცოტა ძმარი და გადაანაწილეთ მთელ დღეზე. მიირთვით, როცა მოგშივდებათ. ამ დიეტის დასაცავად, გამოყავით კვირის ნებისმიერი სამი დღე. არ დაგავიწყდეთ დღის განმავლობაში მინერალური წყლის სმა.

  ტკბილეულის მოყვარულთათვის!
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი