ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიდახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევა აკრძალულია, მათ შორის გასახურებელი თამბაქოს და...

დახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევა აკრძალულია, მათ შორის გასახურებელი თამბაქოს და ელექტრონული სიგარეტის

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ თამბაქოს მოხმარების პრევენციისა და მონიტორინგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში, ბოლო დროს, ქსელის მომხმარებლებისგან საზოგადოებისადმი მსგავსი ტიპის მიმართვები გახშირდა: „გთხოვთ, გასახურებელ თამბაქოს დახურულ სივრცეში ნუ ეწევით, საშინელი სუნი აქვს და არამწეველებს სერიოზულ დისკომფორტს გვიქმნის“, „გასახურებელი თამბაქოს მოწევა არ იკრძალება? რესტორნებში რატომ ეწევიან?“, „ვინმეს გასახურებელი თამბაქო უვნებელი ჰგონია? საზიზღარი სუნი აქვს, ნუ გვაბოლებთ“…

„თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგი, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება, სამწუხაროდ, ასევე აფიქსირებს მოწევის რეგულაციების დარღვევის შედეგებს, თუმცა, შემთხვევების 99% ჩილიმზე მოდის. ისევე, როგორც თამბაქოს ნებისმისმიერი ნაწარმის,  ჩილიმის დახურულ სივრცეში მოწევაც დაუშვებელია. რაღა თქმა უნდა, მონიტორები  კანონის ფარგლებში მოქმედებენ, ინფორმაცია გადაეცემა სამართალდამცველებს, რომლებიც აჯარიმებენ, როგორც მოწევის რეგულაციის დამრღვევ ფიზიკურ პირს, ასევე დაწესებულებას, სადაც პირი ეწეოდა, მაგრამ მეპატრონემ, ან (გაქირავებული ) ფართის მმართველმა არ მოუწოდა მოწევის რეგულაციის დაცვისა და მოწევის შეწყვეტის შესახებ, ასევე, ამის შესახებ არ შეატყობინეს საპატრულო პოლიციას.

სამწუხაროდ, მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში ვერ მოიცავენ ყველა სამასპინძლო დაწესებულებას და ვერ უზრუნველყოფენ მუდმივ კონტროლს. ამიტომაც კანონის აღსრულების პროცესში მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ გაათვითცნობიეროს, რომ პირადად არის მონიტორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკუთარი და საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი კანონის დაცვა.

ხედავთ, რომ მოწევის რეგულაცია ირღვევა? ფიქრობთ, თუ მწეველს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებთ, შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას? გადაუღეთ ისე, რომ დამრღვევი პირის და დაწესებულების იდენტიფიკაცია შესაძლებელი იყოს, დარეკეთ 112-ზე აცნობეთ ფაქტის შესახებ და მოითხოვეთ კანონის აღსრულება. თქვენი სურვილის შემთხვევაში ვინაობა კონფიდენციალური იქნება.

მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება კანონის უმაღლესი ნიშნულით აღსრულება. ამასთან, აუცილებლელია მუდმივად მოქმედებდეს სახელმწიფო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტები, საკომუნიკაციო პროგრამები, რითაც მოსახლეობა განუწყვეტლივ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევის შესახებ და ეცოდინება, რომ რეგულაციის დარღვევის გამო ჯარიმდება როგორც დამრღვევი ფიზიკური პირი (პირველ ჯერზე 50, შემდეგ 100, ამის შემდეგ კი ყოველ ჯერზე 200-200 ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში),  ასევე დაწესებულება (პირველ ჯერზე 500, შემდეგ 1000 და შემდეგ ყოველ ჯერზე 2000-2000 ლარით ერთი წლის განმავლობაში), რომელმაც არ მოითხოვა მოწევის შეწყვეტა.

  ტემპერატურა +17 გრადუსამდე მოიმატებს - რომელ რეგიონში როგორი ამინდია მოსალოდნელი

მივმართავთ საზოგადოებას, გაითავისეთ, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება, განსაკუთრებით კი იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვას ითვალისწინებს, მომავალი თაობისთვის ჯანსაღი სასიცოცხლო გარემოს შექმნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. ევროპის ქვეყნებში, სადაც საბავშვო ბაღის ასაკიდან ასწავლიან სამოქალაქო აზროვნებას, ნებისმიერი რეგულაციის დაცვა 99%-ით მოსახლეობაზე მოდის. სამწუხაროდ, ჩვენთან, თუნდაც თამბაქოს მოხმარების რეგულაციების დარღვევაზე მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილი რეაგირებს და რეგულაციების დარღვევის მხილების მეტი წილი მონიტორინგის სამსახურზეა.

ასევე, მნიშვნელოვანია მონიტორინგის სამსახურის გაძლიერება, მონიტორების რაოდენობის გაზრდა და მათი შესაბამისი ტექნიკურ-მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა, რაზეც სახელმწიფომ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იზრუნოს“,- ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი