ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„დაწერეთ მეგობრებო, მზად ვარ ლანძღვის, შეურაცხყოფის, გინების, წყევლის ასატანად, დამარიგეთ, ვის ბოდიში...

„დაწერეთ მეგობრებო, მზად ვარ ლანძღვის, შეურაცხყოფის, გინების, წყევლის ასატანად, დამარიგეთ, ვის ბოდიში მოვუხადო და ვის მადლობა გადავუხადო“ – რას პასუხობს ზურა შევარდნაძე ყოფილი თანამშრომლის ვიდეოსა და საზოგადოების კრიტიკას

„გარდენიას“ მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ეხმაურება საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც „გარდენიას“ ყოფილი თანამშრომლის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოს მოჰყვა.

ვიდეოში „გარდენიას“ ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ მასსა და ზურა შევარდნაძეს შორის ინციდენტი მოხდა. ის სამსახუროდან ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.

„დაწერეთ მეგობრებო, დაწერეთ..
მზად ვარ ლანძღვის, შეურაცყოფის, გინების, წყევლის ასატანად.
იმდენი სიყვარული მიმიღია ადამიანებისგან, ერთ კაცს კიარა ასს ეყოფა ცხოვრების ბოლომდე აწი რომ ერთი საქებარი სიტყვაც აღარ გავიგონო აღარასოდეს.
თუ კი გეწყიინათ, შეგშურდათ, შეგეხარბათ, არ მოგეწონათ, არ გესიამოვნათ, არ გეამათ, გეძვირათ, გეზედმეტათ, დაწერეთ დაწერეთ, ამოთქვით ცოტა მოგეშვებათ და უკეთ გახდებით. არც ერთ კომენტარს არ წავშლით, ესეც ისტორიაა. დაწერეთ, დამარიგეთ ვის ბოდიში მოვუხადო და ვის მადლობა გადავუხადო, დაწერეთ, მასწავლეთ ჭკუა და ზრდილობა….
გაზაფხულია, ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ, გაზაფხულია, გაზაფხულია საჩვენო ამინდია..
სპეც ოპერაცია “მადონა” რომ მორჩება ამაზე თუ მოისურვებთ მერე გიამბობთ. ახლა შრომის დროა, გაზაფხულია.
დაწერეთ, დაწერეთ…“ – წერს „გარდენიას“ მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.

  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი