ოთხშაბათი, მარტი 12, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიდაუჯერებელი სასწაული, რომელიც ოტპის მონასტერში მოხდა

დაუჯერებელი სასწაული, რომელიც ოტპის მონასტერში მოხდა

ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, სოფიო მანენკოვამ 1907 წელს ოპტის უდაბნოში სერგი ნილუსს უამბო:

წარმოშობით ორიოლის გუბერნიიდან ვარ, აზნაურიშვილი. ჩემს მშობლებს ელეცკის მაზრაში მამული ჰქონდათ, მისი შემოსავალი ძლივს გვყოფნიდა. როცა წამოვიზარდე, მშობლებმა ინსტიტუტში მიმაბარეს, რომელიც წარმატებით დავამთავრე. კეთილი ადამიანების დახმარებით გოგონათა სკოლა გავხსენი, რომელიც მერე ქალთა გიმნაზიად გადაიქცა. საქმე კარგად წავიდა. შემოსავალი ლაღად ცხოვრების ნებას მაძლევდა.

დედაჩემის მამულის მეზობლად ჩემი ინსტიტუტის მეგობარი ცხოვრობდა. ის ცნობილი ორიოლელი ექიმის გოლოსტენოვის ცოლი იყო. ზაფხულობით ვნახულობდი მეგობარსა და მის ოჯახს. დავუახლოვდი მის მულს. ყველანი ახალგაზრდები ვიყავით, ვცხოვრობდით მეგობრულად და უდარდელად.

ამ დროს სულიერებისგან შორს მყოფი ხალხის თავს შავი ღრუბელი შეიყარა – ჩემი მეგობრის ქმარი ჰიპნოზმა და სპირიტიზმმა გაიტაცა და ჩვენც “დაგვასნეულა”. დიდი ინტერესით შევუდექით შესწავლას, პრაქტიკულად როგორ ხდებოდა სულების გამოცხადება. მაგრამ თუ ვისგან შეიძლება ყოფილიყო ეს, ამაზე არ დავფიქრებულვართ. არც გვაინტერესებდა – რაც მთავარია, ვმხიარულობდით და ვაცოცხლებდით სოფლის ერთფეროვან ცხოვრებას. ჩვენ გვშიოდა სულიერი საჭმელი, რომელსაც ვერც მეცნიერება გვაძლევდა და, როგორც მაშინ ვფიქრობდით, ვერც რელიგია.

მალე თეორიიდან პრაქტიკაზე გადავედით: დავიწყეთ აზრების გამოცნობა, შთაგონება. ვატრიალებდით თეფშს და უხილავ სამყაროსთან კავშირს ვამყარებდით ამ “მეცნიერების” იმავე მეთოდებით და ხერხებით, რომლითაც დღესაც არიან გატაცებულნი ქრისტეს სარწმუნოებისაგან შეგნებულად თუ შეუგნებლად განდგომილები. ამ საქმეში ყველაზე მეტად წარვემატეთ მე და ჩემი მეგობრის ქმარი. “მეცნიერების სასწაულების” ქმნაში ისე გავერთეთ, რომ ხშირად ხორციელი დასვენებაც კი გვავიწყდებოდა.

მაგრამ დადგა ჩვენი უგუნურებისთვის ანგარიშსწორების ჟამი. ჩემი მეგობრის ანგელოზის დღეს ყველანი მასთან შევიკრიბეთ. ის სოფელში წირვაზე წასულიყო. სუფრაზე ეწყო ჩაი, ღვეზელი. როგორც კი დაბრუნდა და ჩაი მივირთვით, გასართობად დავიწყეთ ერთმანეთისთვის აზრების შთაგონება. გადაწყდა – მე სახლის უკიდურეს ოთახში რაღაც მომეფიქრებინა და ის შთაგონებით მეგობრის მულს უნდა შეესრულებინა.

ეს ოთახი გახლდათ მეგობრის ქმრის კაბინეტი. კაბინეტში შესვლისთანავე თვალში მომხვდა საწერ მაგიდაზე დადებული წირვიდან მოტანილი ნაკვეთი ცხრანაწილიანი, დიდი სეფისკვერი. სეფისკვერი ხელში ავიღე, ხელსაბანზე დავდე და ჩავიფიქრე – მან (ჩემი მეგობრის მულმა) ეს სეფისკვერი ისევ საწერ მაგიდაზე დადოს-მეთქი. მერე კი მათ დავუძახე: მზადაა! ყველანი გამოვიდნენ სამზარეულოდან. მეგობრის მული უყოყმანოდ მივიდა საწერ მაგიდასთან, მერე კი ხელსაბანთან. ის იყო, სეფისკვერი უნდა აეღო, რომ თითქოს უხილავმა, ძლიერმა ხელებმა უკან გადმოაგდო და იატაკზე გონდაკარგული დაენარცხა. ამ დროს მეც ბნედამ მომიარა და იატაკზე ვიკრუნჩხებოდი. შთაგონებამ გოგონას მალევე გაუარა, მე კი სამი საათის შემდეგღა მომიყვანეს გონს. ჩვენ არაფერი გვახსოვდა და ვერ ვხვდებოდით, ასე რატომ დაგვემართა. უკვირდა ექიმსაც.

ამ დღის შემდეგ თავდაყირა დადგა ჩემი ცხოვრება. აქამდე თუ არ ვიცოდი, რა იყო ავადმყოფობა, მას მერე ხშირად მემართებოდა ეპილეფსიის შეტევები. თავიდან იშვიათად – სამ თვეში ერთხელ, შემდეგ – ყოველ ახალმთვარობისას, მერე კი დღეში რამდენჯერმე. დავსუსტდი, შრომის უნარი დამეკარგა, იძულებული გავხდი, მუშაობისთვის თავი დამენებებინა. გადიოდა დრო. უფრო და უფრო უარესდებოდა ჩემი მდგომარეობა. სასოწარკვეთილმა რამდენჯერმე ვცადე თავის მოკვლა.

ყველასთვის მძიმე ტვირთად ვიქეცი. ასეთ მდგომარეობაში 15 წელი გავატარე. ახალგაზრდა, ჯანმრთელი, ენერგიული გოგონა დედაბრად გადავიქეცი (ამ ამბის მოთხრობისას ის 40-45 წლისა იყო, მაგრამ გაცილებით ასაკოვან ქალად გამოიყურებოდა).

ყველანაირი საშუალებით ცდილობდნენ ჩემს განკურნებას, თუმცა ავადმყოფობას ვერაფერი გაუგეს. არსობის პურისთვის ხან ერთ ნათესავს ვაფარებდი თავს, ხან მეორეს. ერთიხანობა დასთან დავსახლდი. ჩემი სიძე სადგურის უფროსი გახლდათ. დიდი შემოსავალი არ ჰქონდა, მრავალსულიანი ოჯახი ჰყავდა სარჩენი. ბნედიანი მეც მას დავაწექი ტვირთად. ჩემი სიძე უბრალო, მაგრამ კეთილი და ღრმად მორწმუნე კაცი გახლდათ.

– სონია, – მკითხა ერთხელ, – დიდი ხანია არ ზიარებულხარ?

– მას შემდეგ, რაც ავად გავხდი.

– დაიკო, ასე შეიძლება? ერთი კეთილი ადამიანი მაინც არ გამოგიჩნდა, ამაზე რომ ეზრუნა? ასე ხომ ჯანმრთელიც ცუდად გახდები. აღარ გადადო, მოემზადე, აღსარება თქვი, უფლის წმინდა საიდუმლოს ეზიარე. ღმერთი მოწყალეა და მალე გამოჯანმრთელდები. უარი არ მითქვამს, მივედი ეკლესიაში, აღსარება ვთქვი… ბნედამ თითქოს აღარ მომიარა… ზიარების დღეს ლიტურგიაზე თავს კარგად ვგრძნობდი, თითქოს გამოვჯანმრთელდი. გაიღო საკურთხევლის სამეუფო კარები, მოძღვარმა ბარძიმი გამოაბრძანა და თქვა: – შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით!..

და იცით, რა მოხდა? ამ თხუთმეტწლიანი ტანჯვისაგან არაქათგამოცლილი, დასუსტებული ქალი ცხრა კაცმა ძლივს მიმიყვანა წმინდა ბარძიმთან და ჩვენი ცხოვნების წყაროსთან. ჩემში ჩამალულმა ისეთმა სიძულვილმა და წარმოუდგენელმა ძალამ იჩინა თავი, მას ძლივსღა ეწინააღმდეგებოდა ის ცხრა მორწმუნე.

მე, ქალბატონი, ინსტიტუტის კურსდამთავრებული, კარგად აღზრდილი, რომელსაც არ მჯეროდა ეშმაკეულების, დავცინოდი მოქადაგე დედაკაცებს, თვითონვე აღმოვჩნდი ეშმაკეული.

ეს ისეთი საშინელება იყო, გახსენებაც კი მზარავს. მადლობა ღმერთს, ახლა ყველაფერმა გაიარა. ავადმყოფობის მიზეზი ვიპოვეთ და ამ დღიდან დავიწყე სწორად მკურნალობა: მორწმუნეთა რჩევით, ხშირად ვეზიარებოდი, როცა საშუალება მქონდა, წმინდა ადგილებსაც მოვილოცავდი. ბნედის მოვლენები თითქმის შეწყდა, ეშმაკეულობის ცხადი გამოვლინებებიც შემისუსტდა. სანაცვლოდ კი ისეთმა ენით გამოუთქმელმა არაადამიანურმა მწუხარებამ მომიცვა, თუ არა ღვთის მოწყალება, ჩუმად რომ განმაძლიერებდა ხოლმე, ალბათ ვერ შევეწინააღმდეგებოდი და ბოლოსაც მომიღებდა. ერთმა ღვთისმოყვარე ქალმა ოპტელ მამებთან მომიყვანა. ოპტის მონასტერში ყველაფერი მომეწონა, ტაძრებიც, ღვთისმსახურების წესიც. შემიყვარდა ამ მშვენიერი სავანის გარემო. მაგრამ არც ცოცხალ მამებთან და არც გარდაცვლილ ღირს მამათა საფლავებთან არ მივდიოდი, თუმცა ბევრს მეხვეწებოდა ჩემი თანამგზავრი. ჩუმი, თითქმის მტრული პროტესტით წინ აღვუდგებოდი საფლავთა მოლოცვას და მამათა მონახულებას… განაგრძეთ კითხვა

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
როდის უნდა ეწვიოთ მალდივებს

როდის უნდა ეწვიოთ მალდივებს

12 March, 2025
“კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის მოცვა რეკომენდებულს ჩამოუვარდება და 15%-ს არ აღემატება” – მიხეილ სარჯველაძე

“კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის მოცვა რეკომენდებულს ჩამოუვარდება და 15%-ს არ აღემატება” – მიხეილ სარჯველაძე

მარტი 12, 2025
5 განსხვავებული სტილი ინტერიერის დიზაინში

5 განსხვავებული სტილი ინტერიერის დიზაინში

მარტი 12, 2025
როგორ ვაძლევთ კვებას? – როგორ უნდა მოვუაროთ ვარდებს გაზაფხულზე

როგორ ვაძლევთ კვებას? – როგორ უნდა მოვუაროთ ვარდებს გაზაფხულზე

მარტი 12, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
„ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ 1 200 წლის წინანდელი წყალი აბსოლუტურად სუფთაა და სასმელად ვარგისია, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ წყალი ნაკურთხია“

„ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ 1 200 წლის წინანდელი წყალი აბსოლუტურად სუფთაა და სასმელად ვარგისია, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ წყალი ნაკურთხია“

მარტი 12, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარაქიანი და თაფლიანი პური – ბავშვობის გემო

კარაქიანი და თაფლიანი პური – ბავშვობის გემო

მარტი 11, 2025
ჭინჭრის ნიღაბი თმისთვის

ჭინჭრის ნიღაბი თმისთვის

მარტი 12, 2025
რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

10 მარტი 2025
პროგრამის “ისწავლე და დასაქმდის” ახალი ეტაპი იწყება

პროგრამის “ისწავლე და დასაქმდის” ახალი ეტაპი იწყება

მარტი 12, 2025
თბილისში Barcelona-ს ოფიციალური მაღაზია – Barca Store Georgia იხსნება

თბილისში Barcelona-ს ოფიციალური მაღაზია – Barca Store Georgia იხსნება

მარტი 12, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი