პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიდალუქულია❗️რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური

დალუქულია❗️რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური

დალუქულია დადგენილ რეგულაციასთან შეუსაბამოდ წარმოებული დაახლოებით 2,5 ტონა პლასტიკის პარკი. 14 სახეობის პარკის ნიმუში კი, დეგრადაციის ხარისხისა და მძიმე მეტალების შემცველობის დადგენის მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიაში – ინფორმაციას ავრცელებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური.

➡ პირველ ეტაპზე ინსპექტირება განხორციელდა თბილისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საწარმოებში.

ლაბორატორიული კვლევის დასრულების შემდეგ, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას მოახდენს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმების მიზანია, საცალო ქსელში არ მოხვდეს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსაბამო პლასტიკის პარკები და, შესაბამისად, შემცირდეს გარემოს დაბინძურება.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში გარკვეული სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება შეწყდა, 2019 წლიდან კი არაბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი სრულად აიკრძალა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  თბილისში ბინის ყიდვა გსურთ? — რა უნდა იცოდეთ ფასებზე, პროცედურასა და რეალურ სირთულეებზე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი