პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადაზიანებულ ყურძენს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს - თელავში, სეტყვის შედეგად 150 ჰექტარი...

დაზიანებულ ყურძენს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს – თელავში, სეტყვის შედეგად 150 ჰექტარი ვენახი დაზიანდა

თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში სეტყვის შედეგად სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის ვენახები დაზიანდა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მონაცემებით, სოფლებში – რუისპირსა და ვარდისუბანში სეტყვის შედეგად ჯამში, 150 ჰექტარი ვენახის ფართობია დასეტყვილი.

ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დაზიანებულ ყურძენს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, კოორდინირებულ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული ვენახების შეფასება, რის შემდეგაც მოხდება შესაბამისი ღონისძიებები გატარება. კერძოდ, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენი მიიღოს 1 კგ 1 ლარად სხვადასხვა ლოკაციაზე. მევენახე – ფერმერებს ექნებათ შესაძლებლობა დროულად ჩააბარონ დაზიანებული ყურძენი“, – ამბობენ ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, თელავი და მიმდებარე სოფლები, ორი დღის განმავლობაში უკვე ორჯერ დაისეტყვა.სტიქია იყო ყვარლის მუნიციპალიტეტშიც, კერძოდ სოფელი შილდაში, სადაც ხეხილის ბაღები და ვენახების ნაწილი დაზიანდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  პარლამენტში გამოცხადებული უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და 6 დეკემბრიდან ყვითელი დონე მოქმედებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი