გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლსა და კახეთში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები და გაშენებული ბაღები დაათვალიერა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით მოსარგებლე ფერმერებს და მეწარმეებს შეხვდა.
„მნიშვნელოვანია ადგილზე გავეცნოთ ყველა იმ პროექტს, რომლებიც განხორციელდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების ფარფლებში, ადგილზე ვნახოთ ყველა მეწარმე და ფერმერი, რომელთაც აქვთ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა. ადგილზე გავეცნოთ, რამდენად წარმატებულები არიან, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან, რათა მეტად განავითარონ პროექტები.
მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ფაქტობრივად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ როგორ შეიძლება ღირებულებათა ჯაჭვი სრულად შეიკრას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ის უკუკავშირი მწარმოებლებს, ფერმერებსა და სახელმწიფოს შორის, რომელიც აუცილებელია, რათა კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს პროგრამები, უფრო მეტად განვითარდეს კერძო სექტორი. ზუსტად ასეთი კომუნიკაციითა და ასეთი ურთიერთობით არის შესაძლებელი და ამისთვის რეგიონებში აუცილებლად გავაგრძელებთ შეხვედრებს, შევხვდებით მწარმოებლებსა და ფერმერებს…“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.