ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მიმართავს:

„თუ გაქვთ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები – მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა, თავის, კუნთების, სახსრებისა ტკივილი, საჭიროა იზოლაცია.

პაციენტმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას დაავადების პროგრესირებისას ან იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან 72 საათის შემდეგ;

სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება აუცილებელია ისეთი სიმპტომების გამოვლენისას, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ძილიანობა, ხოლო ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოება, ყიფლიბანდის დაძაბულობა.
კონსულტაციისთვის დაუკავშირდით ოჯახის ექიმს.

გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა ვაქცინაციაა – აიცერი და დაიცავი“,- ნათქვამია განცხადებაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  რა უნდა იცოდეთ, რომ ბანკმა იპოთეკით დატვირთული ქონება არ გაგიყიდოთ?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი