ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო

გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო

გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.

მემორიალის მიმდებარედ დაიდგა ინსტალაცია, სადაც გამოსახული იყო აგვისტოს ომში დაღუპული, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცების სახელები და გვარები.

„კიდევ ერთხელ გავიხსენეთ 2008 წლის აგვისტო და პატივი მივაგეთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც რუსეთ – საქართველოს ომს შეეწირა. 16 წლის წინ გორმა მძიმე დღეები გამოიარა. ყოველთვის ვიამაყებთ ჩვენი გმირებით. ქედს ვიხრი ყველას წინაშე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა მალე დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს“,- განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

  თბილისში ავტომობილების რაოდენობამ 800 ათასს გადააჭარბა - საქართველოში 1 847 988 ავტომობილია რეგისტრირებული
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი