გონიოში მრავალსართულიანი კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.