სამშაბათი, მარტი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"მადლობა პოლიციას მყისიერი რეაგირებისთვის" - გიორგი ფხაკაძის განცხადება

“მადლობა პოლიციას მყისიერი რეაგირებისთვის” – გიორგი ფხაკაძის განცხადება

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

“მადლობა პოლიციას მყისიერი რეაგირებისთვის.

გუშინ შუადღისას ჩემი მეგობრის მამის პანაშვიდზე მივდიოდი, საკმაოდ დამწუხრებული, და ყვავილებს ვყიდულობდი, როდესაც მძღოლმა მანქანა გააჩერა და მკითხა: „შენ ხარ ის კაცი, ვინც ეს COVID-ის ამბავი მოაწყო და შეგვაშინა?“

ვუპასუხე: „თუ გაქვთ შეკითხვები, სიამოვნებით გიპასუხებთ.“

ამის შემდეგ მან შეურაცხყოფა მომაყენა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი სიტყვებიც მითხრა.

ამ დროს კამერა ჩავრთე, გადავუღე მანქანას ფოტოები, ასევე გადავიღე თვითონ პიროვნება და მანქანაზე არსებული ნიშანი, რომელიც, როგორც მივხვდი, მიუთითებდა მის კავშირს რომელიღაც სამთავრობო სამსახურთან.

შემდეგ პოლიციას, 112-ს დავუკავშირდი და დეტალურად ავუხსენი სიტუაცია. მივაწოდე პირის მანქანის ნომერი, აღვნიშნე, რომ მან შეურაცხყოფა მომაყენა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარა გამოთქვა, და ვთხოვე, კანონის შესაბამისად გაეწიათ რეაგირება.

სასიამოვნოდ გამიკვირდა, რომ გლდანი-ნაძალადევის მე-9 სამმართველომ უსწრაფესად მოახდინა შესაბამისი რეაგირება. პიროვნება იდენტიფიცირებული იქნა, ყველა საჭირო ზომა გატარდა, ხოლო 24 საათში პოლიციამ დამიდასტურა, რომ კანონის ფარგლებში ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადაიდგა.

ეს შემთხვევა არა მხოლოდ საქართველოს პოლიციის მაღალი პროფესიონალიზმის დადასტურებაა, არამედ მნიშვნელოვანი გზავნილი ყველა დამნაშავესა და მოძალადისთვის – საქართველოს პოლიცია პროფესიონალურად და მტკიცედ ასრულებს თავის მოვალეობას.

ასევე, ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია თითოეული ჩვენგანისთვის – არ უნდა მივმართოთ თვითნებურ ქმედებებს, არამედ ვენდოთ პოლიციის პროფესიონალიზმს და მივმართოთ სამართლებრივ გზებს. როდესაც ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, ჩვენი უფლება და ვალდებულებაა, დავეყრდნოთ კანონს და მის დამცველებს.

ამ წერილით განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პოლიციას, განსაკუთრებით კი გლდანი-ნაძალადევის მე-9 სამმართველოს, მათი ოპერატიულობისა და პროფესიონალიზმისთვის. თქვენი სწრაფი და ეფექტური მუშაობა მართლაც დასაფასებელია!”

#გმადლობთპოლიცია #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #გლდანი_ნაძალადევის_მე9სამმართველო #უსაფრთხოებასაქართველოში #პროფესიონალიზმი #კანონიაქვსძალა
@highlight
Giorgi Pkhakadze
SheniTbilisi.ge
@[61554408115760:2048:SheniAmbebi.ge • http://xn--lodcajcveug2j.ge/]
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
საქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი
@[61565067681848:2048:SheniPositivi.ge • http://xn--podcchbab0akj1cwd.ge/]

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რატომ უნდა დაგეგმოთ შემდეგი მოგზაურობა თესალონიკში

რატომ უნდა დაგეგმოთ შემდეგი მოგზაურობა თესალონიკში

11 March, 2025
HIV აღარ არის სასიკვდილო დაავადება – ექსპერტები მნიშვნელოვან გარდატეხაზე საუბრობენ!

HIV აღარ არის სასიკვდილო დაავადება – ექსპერტები მნიშვნელოვან გარდატეხაზე საუბრობენ!

მარტი 11, 2025
ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

მარტი 10, 2025
ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

თებერვალი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

თებერვალი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
10 საუკეთესო ჯანსაღი სნექი მუშაობის დროს

10 საუკეთესო ჯანსაღი სნექი მუშაობის დროს

მარტი 11, 2025
როგორ შევურჩიოთ ფერები ჩვენს სტილს? – სრული გზამკვლევი

როგორ შევურჩიოთ ფერები ჩვენს სტილს? – სრული გზამკვლევი

მარტი 10, 2025
რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

10 მარტი 2025
თბილისში ბელიაშვილის ქუჩაზე გასროლილი ე.წ. ბრმა ტყვია საცხოვრებელ კორპუსში შევარდა

თბილისში ბელიაშვილის ქუჩაზე გასროლილი ე.წ. ბრმა ტყვია საცხოვრებელ კორპუსში შევარდა

მარტი 10, 2025
Galt & Taggart-ის შეფასებით, თებერვალში ტურიზმის შემოსავლებმა წლიური ზრდა ვერ აჩვენა

Galt & Taggart-ის შეფასებით, თებერვალში ტურიზმის შემოსავლებმა წლიური ზრდა ვერ აჩვენა

მარტი 10, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი