„აღმოაჩინეთ ევროპის ტოპ 10 საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე, რომლებიც ფეხბურთში ახალ ეპოქას შექმნიან. შეხვდით ახალ ტალანტებს, რომლებიც მომავალ წლებში კონტინენტზე წამყვან როლებში იქნებიან.
- მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული გამოცემების ყურადღბას, ძირითადად, შემტევი ტალანტები იპყრობენ, მაგრამ ახალი თაობის მეკარეები ჩუმად ემზადებიან ყურადღების ცენტრში მოსახვედრად. უახლოეს წლებში ევროპულ ფეხბურთში ამ ათი პერსპექტიული ვარსკვლავის დომინირებაა მოსალოდნელი“, – წერს nogomania.
გამოცემა გიორგი მამარდაშვილს ასე ახასიათებს: „საქართელოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2025-26 წლების სეზონის წინ „ლივერპულში“ გადასვლას დათანხმდა. „წითლებმა“ 24 წლის ფეხბურთელი „ვალენსიიდან“ 35 მილიონ ევროდ დაიმატეს. მამარდაშვილი „ენფილდზე“ გადასვლამდე, მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ვალენსიაში“ რჩება.
ევრო 2024-ზე მისი გამორჩეული თამაში საქართველოს ნაკრებს 1/8-ფინალში გასვლაში დაეხმარა და განამტკიცა მისი, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარის რეპუტაცია“.
ევროპის ტოპ10 საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე
1. გევინ ბაზუნუ (ირლანდია, 23 წლის, „საუთჰემპტონი“, ამჟამად იჯართ ლიეჟის „სტანდარდშია“);
2. გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, 24 წლის, „ვალენსია“);
3. ბარტ ვერბრუგენი (ნიდერლანდები, 22 წლის, „ბრაიტონი“);
4. მაარტენ ვანდევორდი (ბელგია, 23 წლის, „ლაიპციგი“);
5. ლუკას შევალიე (საფრანგეთი, 23 წლის, „ლილი“);
6. იონას ურბიგი (გერმანია, 21 წლის, „ბაიერნი“);
7. ჟოან გარსია (ესპანეთი, 24 წლის, „ესპანიოლი“);
8. სიონ სუზუკი (იაპონია, 22 წლის, „პარმა“);
9. გიომ რესტი (საფრანგეთი, 20 წლის, „ტულუზი“);
10. ანტონინ კინსკი (ჩეხეთი, 22 წლის, „ტოტენჰემი“).