გიორგი ლეონიძის ბაღი თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, რომელიც ყოფილი ალექსანდრეს ბაღის ქვედა ნაწილია. ალექსანდრეს ბაღი, დაარსებული XIX საუკუნეში, თბილისის პირველი საზოგადოებრივი დასვენების ადგილი გახლავთ და ორ ნაწილად არის გაყოფილი, ზედა ნაწილს 9 აპრილის ბაღი ეწოდება.

ლეონიძის ბაღი უნიკალური გარემოთი და მწვანე სივრცით გამოირჩევა. მისი ცენტრალური ატრაქციონი არის ფერადი მოზაიკით მოპირკეთებული აუზი, რომელიც იდეალურ ადგილასაა განტვირთვისთვის და დასვენებისთვის. აქ შეგიძლიათ მშვიდ გარემოში გაერთოთ და ბუნების სილამაზით დატკბეთ.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია


