ცნობისათვის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტის აღნიშნულ ეპიზოდში, მოსწავლეები ამბობენ, რომ გაკვეთილებზე გიგა ავალიანს ნ.ი.-ს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არ გამოუჩენია და ყველა მოსწავლეს თანაბრად ეპყრობოდა.
29 სექტემბერს 8-ის ნახევარზე გვიტარდება გაკვეთილი.
მივედით და ჩვეულებრივად ჩატარდა გაკვეთილი და ყველანი ერთად გამოვედით, საერთოდ არაფერი არ მომხდარა მაგ დღეს. [გაკვეთილების აღდგენა ჩვეულებრივად ტარდებოდა] მეც გავაცდინე ერთხელ და ჩვეულებრივად ჩამიტარა, მოვედი, ყველაფერი ამიხსნა და ვინც აცდენდა, მარტო ჩვენს ჯგუფში არა, ზოგადად ყველასთან“, – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე.
ცნობისათვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა.
არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ. -ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.