შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგია ბურჯანაძემ „ლიმონას სიმღერა“ ახალი ვერსიით შეასრულა - „ამდენი წელი გავიდა და...

გია ბურჯანაძემ „ლიმონას სიმღერა“ ახალი ვერსიით შეასრულა – „ამდენი წელი გავიდა და ადამიანებს ეს სიმღერა ისევ უყვართ…“

მსახიობი და მომღერალი გია ბურჯანაძე გია ბაღაშვილის „ჩვენს შოუს“ ესტუმრა და „ლიმონას სიმღერის“ ახალი ვერსია წარმოადგინა.

„რობიკო სტურუამ რუსთველის თეატრში რომ დადგა „საბრალდებულო დასკვნა“, იქ იყო ბიძინა კვერნაძის ეს მელოდია. შემდეგ ჩააწერინა ჩვენს საყვარელ რამაზ ჩხიკვაძეს. ეს იყო „ლიმონას სიმღერა“. ძალიან თბილი სიმღერაა და მინდოდა მისი შესრულება. რამაზთან სად მოვალ, მაგრამ… მერე ისე მოხდა, რომ ბიძინა კვერნაძის იუბილეზე მოინდომა, რომ მე მემღერა ოპერაში ორკესტრთან ერთად „ასეთია ქურდი კაცის ბედი“, თუმცა ძალიან მომწონდა „ლიმონას სიმღერა“. ამდენი წელი გავიდა და ადამიანებს ეს სიმღერა ისევ უყვართ…“, – განაცხადა მსახიობმა სიმღერის შესრულებამდე.

  რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში - რობერტ სტურუა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი