გერმანიაში სამუშაოდ წასვლა უამრავი ქართველისთვის რეალური შანსია ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. თუმცა, წასვლამდე აუცილებელია რამდენიმე მთავარი დეტალის გათვალისწინება:
1. ენა მნიშვნელოვანია
გერმანული ენა აუცილებელია. უმეტესად A2 დონე საკმარისია საწყისისთვის. დაიწყე სწავლის პროცესი ახლავე საქართველოში!
2. მუშაობა – მხოლოდ ლეგალურად
შავი შრომა ძალიან სახიფათოა. ეცადე წახვიდე სამუშაო ვიზით, ან ბლუ ქარდით. ასე გექნება სრული დაცვა, დაზღვევა და სოციალური გარანტიები.
3. ბინა – ძვირი და რთული მოსაძებნი
განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, საცხოვრებელი ძვირია. ეცადე, სამსახურისგან ბინა მიიღო ან მოძებნე საერთო საცხოვრებლები.
4. დაგეგმე ფინანსები წინასწარ
გადასახადების გამო ხელზე ასაღები თანხა შესაძლოა იყოს მხოლოდ 70–75%. გაითვალისწინე ეს და ნუ დაგეგმავ ზედმეტ ხარჯებს დასაწყისში.
5. პუნქტუალურობა = წარმატება
დაგვიანება, სიტყვების შეუსრულებლობა თუ დაბნეულობა – შესაძლოა სამსახურის დაკარგვის მიზეზად იქცეს.
წაიკითხე მეტი მსგავს თემებზე:
sheniambebi.ge | sheniemigranti.ge | shenitbilisi.ge