პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგაქვთ საფუძველი, იამაყოთ, რომ ბოლო 34 წელია, დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებთ, ვამაყობთ, რომ...

გაქვთ საფუძველი, იამაყოთ, რომ ბოლო 34 წელია, დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებთ, ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ, წინ საქართველო, წინ – პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. გაქვთ საფუძველი, იამაყოთ იმით, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეთ და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებთ.

ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი საქართველოს ყოველთვის გვერდში ედგა. ჩვენ ვუწევდით სასიცოცხლო დახმარებას, მხარს ვუჭერდით დემოკრატიულ რეფორმებს, ვხსნიდით წვდომას ევროპულ ბაზრებზე და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალებას ვაძლევდით.

ამავდროულად, ეს დღე მძლავრი შეხსენებაა იმისა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასდროს არ უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული – სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. წინ საქართველო, წინ“,- აღნიშნულია ევროკავშირის ელჩის ვიდეომიმართვაში.

  მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა წვრთნა-შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი