შაბათი, თებერვალი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიგაზაფხულის დეპრესია: როგორც დავამარცხოთ სეზონური უგუნებობა

გაზაფხულის დეპრესია: როგორც დავამარცხოთ სეზონური უგუნებობა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყველაზე სახიფათო სნეულებათა ნუსხაში სწორედ დეპრესიაა მესამე ადგილზე ინფექციური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ, რადგან ფსიქიკური აშლილობით, რომელიც განსაკუთრებით შემოდგომასა და გაზაფხულზე მწვავდება, პლანეტის მოსახლეობის 65% იტანჯება.

მართალია, ბევრისთვის გაზაფხული „ზამთრის ძილისგან“ გამოფხიზლებასა და ახალი ენერგიით შევსებასთან ასოცირდება, მაგრამ ბევრისთვის პირიქით, სწორედ მარტისა და აპრილის თვეებია ყველაზე მძიმე, როცა გამწვავებული დეპრესიული მდგომარეობა საერთო სისუსტით, უგუნებობითა და პესიმიზმით, ინტერესისა და ხალისის დაკარგვით გამოიხატება.

გაზაფხულის დეპრესიის გამომწვევი მიზეზები

არ ღირს სეზონური დეპრესიის უგულებელყოფა და მისი ჩვეულებრივ მოწყენილობასა და მელანქოლიასთან გაიგივება, რადგან ემოციური არასტაბილურობა, რომელსაც მეტწილად ფიზიოლოგიური პროცესების დარღვევა იწვევს, ხშირად სუიციდითაც მთავრდება.

დეპრესიის გამომწვევი მიზეზები: 
* ორგანიზმის გამოფიტვა, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა.
* მზის სხივების დეფიციტი, რაც უგუნებობასთან ერთად კანის პრობლემებს, თმის ცვენასა და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს.
* ჰორმონალური აფეთქება, რომელიც მეტწილად რეპროდუქტიულ ასაკში ვლინდება.
* ჰიპოქსია ანუ ჟანგბადის სიმცირე ორგანიზმში. ზამთრის სეზონზე, როცა სუფთა ჰაერზე სეირნობას ყველა სითბოსა და მყუდრო გარემოში ყოფნას ამჯობინებს, ორგანიზმი ჟანგბადის დეფიციტს განიცდის, რაც ხშირი თავის ტკივილებით და უგუნებობით გამოიხატება.
* ე.წ. მეტეოდამოკიდებულება ანუ  ამინდის ხშირი და უეცარი ცვლილება, რასაც ორგანიზმი ფიზიოლოგიური დისბალანსით – სისხლის ქიმიური შემადგენლობის, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირების დარღვევით პასუხობს.

დეპრესიის მდგომარეობა

ზამთარსა და ზაფხულში ადამიანის ფიზიოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა უფრო სტაბილურია, ვიდრე გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როცა სერიოზული „გარდაქმნები“ იწყება ორგანიზმში. სწორედ ახლად წარმოქმნილი უჯრედები, ერთიანად გააქტიურებული ორგანოები და აჩქარებული მეტაბოლიზმი იწვევს ბიოლოგიური რიტმის დარღვევას, საერთო მდგომარეობის, განწყობის დამძიმებას და სეზონურთან ერთად ქრონიკული დაავადებების გამწვავებას.

მნიშვნელოვანია სტრესის, დეპრესიული მდგომარეობისა და თავად დეპრესიის გამიჯვნა, რადგან მხოლოდ დეპრესია ითვლება ფსიქიკურ დაავადებად, რომელიც ერთი მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობას აზარალებს, მეორე მხრივ, სიცოცხლის სურვილსა და ხალისს უკარგავს.

დეპრესიის სიმპტომები

მოუცლელობისა და უყურადღებობის გამო ადამიანები მეტწილად დაგვიანებით იწყებენ დეპრესიასთან ბრძოლას, როცა განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება არაჯანსაღი იერი, არადა, დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა და ე.წ. „გამაფრთხილებელი ნიშნების“ დროულად ამოცნობის შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლება დეპრესიის დამძიმებისგან თავის დაღწევა.

დეპრესიის სიმპტომები:
* ძილის დარღვევა – მომატებული ძილიანობა დღის მანძილზე ან პირიქით, უძილობა,
* ემოციური სიცარიელე და ორგანიზმის გამოფიტვა,
* უხალისობა და გულგრილობა ყოველდღიური საქმეებისა და მოვალეობების მიმართ,
* მადის დაკარგვა, ან პირიქით მუდმივად საკვების მიღების სურვილი,
* უგუნებობა და პესიმიზმი, უმიზეზოდ შფოთვა და მუდმივი სტრესი,
* განწყობის უეცარი და მკვეთრი ცვლილება,
* ქრონიკული დაავადებების გამწვავება,
* სუიციდური ფიქრები.
დეპრესიასთან ბრძოლის მეთოდები

გაზაფხულის დეპრესია სეზონურობით ხასიათდება, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ მისი დამოუკიდებლად დაძლევა, თუმცა, რამდენიმე კვირის მანძილზე გაგრძელებული ემოციური დისბალანსის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

მოიწყვეთ რამდენიმედღიანი არდადეგები მშვიდ გარემოში, დაასვენეთ გონება და სხეული, მოერიდეთ ვირტუალურ ნაცნობებთან და პესიმისტურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან სხვისი ნეგატიური განწყობაც ისეთივე დამთრგუნველია, როგორც საკუთარი, უმჯობესია, მოინახულოთ დიდი ხნის მონატრებული ნათესავები და მეგობრები, ვისთანაც გაერთობით, გამხიარულდებით და დაივიწყებთ ნეგატიურ ფიქრებს.

რეკომენდაციები დეპრესიის სწრაფად დასაძლევად :
დაბალანსებული კვება – შეავსეთ კვების რაციონი სეზონური ხილითა და ბოსტნეულით, შავი შოკოლადით, თხილით და ბედნიერების ჰორმონით – სეროტინინით მდიდარი სხვა პროდუქტით. გაყავით საკვები რამდენიმე ულუფად და მიირთვით ზომიერად. მოერიდეთ ძილის წინ გონების გადაღლას და ნეგატიური ინფორმაციით დამძიმებას.

ძილი – გაზაფხულზე ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება სრულფასოვანი დასვენება და გამოძინება. მართალია, თანამედროვე რეალობაში წარმოუდგენელია ადრე დაძინება, მაგრამ ეცადეთ 24:00 საათამდე ჩაიძინოთ, რადგან სწორედ შუაღამისას (24:00-დან 02:00 საათამდე) იზრდება ძილის ჰორმონის – მელატონინის დონე, რომელიც იმუნური, ნერვული სისტემის მოწესრიგებას და ორგანიზმის გაჯანსაღებას უწყობს ხელს.

ფიზიკური დატვირთვა – დეპრესიასთან ბრძოლის მეტად ეფექტური საშუალებაა ფიზიკური აქტივობა. სპეციალისტების მტკიცებით, კომპლექსური ვარჯიში, ფიტნესი და სპორტული ცეკვა, ცურვა, სირბილი და უბრალოდ სუფთა ჰაერზე სეირნობა არა მხოლოდ  ორგანიზმს აძლიერებს, არამედ განწყობასაც აუმჯობესებს. მეტიც, სწორედ ზომიერი ფიზიკური დატვირთვა დაგეხმარებათ ძილის მოწესრიგებაში, შეგმატებთ ხალისს, ფიზიკურ და მორალურ ძალას.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

თებერვალი 21, 2025
სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

თებერვალი 21, 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ვეგანური კვება -მოდური ტენდენცია თუ გონივრული არჩევანი? 

ვეგანური კვება -მოდური ტენდენცია თუ გონივრული არჩევანი? 

თებერვალი 22, 2025
ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი – მეგობრობა, რომელმაც დროს გაუძლო

ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი – მეგობრობა, რომელმაც დროს გაუძლო

თებერვალი 22, 2025
განათლების მომავალი: ციფრული სწავლების როლი

განათლების მომავალი: ციფრული სწავლების როლი

22 თებერვალი 2025
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თებერვალი 21, 2025
თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თებერვალი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი