პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიბინების ფასები თბილისში რეკორდულად იზრდება — რომელ უბნებში გაიზარდა ფასები ყველაზე მეტად

ბინების ფასები თბილისში რეკორდულად იზრდება — რომელ უბნებში გაიზარდა ფასები ყველაზე მეტად

„საქსტატმა“, 2025 წლის 1-ლი კვარტლის მიხედვით, თბილისის უბნების საცხოვრებელი უძრავი ქონების, ბინების სეგმენტში, ფასები გამოაქვეყნა. ბინები ყველაზე ძვირი კვლავ მთაწმინდაზე ღირს, ხოლო ყველაზე იაფი – სამგორში.

მთაწმინდაზე კვადრატული მეტრის ღირებულება 6 769 ლარია, რაც 2024 წლის ბოლო კვარტალთან (5 717 ლარი) შედარებით – 18.4%-იანი, ხოლო წლიურად 21.35.%-იანი ზრდაა – 5 578 ლარი. სამგორში ბინის ფასი კვადრატულ მეტრზე 3528 ლარია – ბოლო კვარტალში 3391 ლარი ღირდა (4.04%-იანი ზრდა; წლიურად – 16.02%-იანი).

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის უბნებში საცხოვრებელი უძრავი ქონების, ბინების სეგმენტში, კვადრატული მეტრის ფასებსა და წლიური ზრდის / კლების პროცენტულ მაჩვენებელს:

  • მთაწმინდა – 6 769 ლარი (წლიური ზრდა: 21.35%);
  • ვაკე – 5 880 ლარი (წლიური ზრდა: 20.84%);
  • ჩუღურეთი – 4 456 ლარი (წლიური ზრდა: 28.3%);
  • საბურთალო – 4 297 ლარი (წლიური ზრდა: 11.99%);
  • დიდუბე – 4 025 ლარი (წლიური ზრდა: 16.8%);
  • კრწანისი – 3 979 ლარი (წლიური ზრდა: 10.99%);
  • ნაძალადევი – 3 866 ლარი (წლიური ზრდა: 14.29%);
  • ისანი – 3 819 ლარი (წლიური ზრდა: 14.39%);
  • გლდანი – 3 652 ლარი (წლიური ზრდა: 14.13%);
  • სამგორი – 3528 ლარი (წლიური ზრდა: 16.02%).

როგორც მონაცემებიდან ვხედავთ, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თბილისის ყველა – 10-ვე უბანში, საცხოვრებელი ბინების ფასები გაიზარდა. ყველაზე დიდი, 28.3%-იანი, ზრდა ჩუღურეთშია (3 473 ლარიდან 4 456 ლარამდე); ხოლო ყველაზე მცირე, 10.99%-იანი – კრწანისში (3 585 ლარიდან 3 979 ლარამდე).

  გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების პროგნოზს აქვეყნებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი