პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაბინების გაყიდვები წლიურად შემცირდა, იკლო ქირის ფასმაც

ბინების გაყიდვები წლიურად შემცირდა, იკლო ქირის ფასმაც

2024 წლის ივლისში თბილისში 3,476 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად მცირედი 1.3-პროცენტიანი კლებაა, ხოლო თვიურად 17.6-პროცენტიანი ზრდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაშია საუბარი.

როგორც კვლევით ორგანიზაციაში აღნიშნავენ, თვიურ ჭრილში ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა რამდენიმე პროექტში უკვე გაყიდული ბინების დაგვიანებული რეგისტრაციის ერთჯერად ეფექტს.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ჯამურად 2024 წლის პირველ შვიდ თვეში თბილისში სულ 22,253 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 3.2%-იანი კლებაა. ეს შემცირება განპირობებული იყო მეორად ბაზარზე გაყიდვების კლებით (-3.7%), მაშინ როცა პირველად ბაზარზე წლიურად მცირედი 1.1-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ივლისში გაყიდვებში კვლავ საშუალო ზომის – 50-80 მ² ბინები დომინირებდა, რასაც მათი ხელმისაწვდომობა და გაქირავების სიმარტივე განაპირობებდა.

„2024 წლის ივლისში თბილისში 270.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 5.5%-იანი და თვიურად 18.4%-იანი ზრდაა. ჯამურად 2024 წლის პირველ შვიდ თვეში 1,708.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა. ამასთან, თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი თვიურად მცირედი 0.9%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.8 აშშ დოლარი შეადგინა“, – აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, თბილისში გასულ თვეს ყველაზე მეტი, 674 ბინა დიდი დიღმის რაიონში გაიყიდა, სადაც მ²-ის საშუალო ფასი 990 დოლარი იყო, ყველაზე ცოტა კი – ვაშლიჯვარში, სადაც უძრავი ქონების საშუალო ფასი მ²-ზე 978 დოლარია.

როგორც Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული, 2024 წლის ივლისში გაგრძელდა სამშენებლო ნებართვების მკვეთრი შემცირება, რომელიც ივნისიდან დაიწყო. სულ გაიცა 20 ნებართვა და ამ ნებართვების საცხოვრებელი ფართი წლიურად 40.3%- ით არის შემცირებული. მოსალოდნელია, რომ დეველოპერები დაელოდებიან მოთხოვნის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას სამშენებლო ნებართვების ასაღებად.

  Georgian Airways-მა EURO 2024-ისთვის დანიშნულ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი