„შპიგელი“ – ბერლინში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ბერლინში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „შპიგელი“ ავრცელებს.
გერმანული გამოცემის ინფორმაციით, ბომბის ნარჩენები მდინარე შპრეში იპოვეს.
ბომბი მიულენდამის წყალსაცავთან, სამშენებლო სამუშაოების დროს, სამი მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.
პოლიციამ 500 მეტრის რადიუსში კორდონი შექმნა, წყალში არსებული შლამის გამო ვარაუდობენ, რომ ბომბის ამოღება რთული იქნება და მისი განეიტრალება შესაძლოა, დილამდე გაგრძელდეს.
ამასთან, სამართალდამცავებმა ოპერაციისთვის გზები გადაკეტეს და მეტროსადგურის მუშაობა შეზღუდეს. მდინარე შპრეზე შეჩერებულია ნავების მიმოსვლაც.
მედიის ცნობით, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბომბებთან დაკავშირებით გერმანიაში უფრო მასშტაბური ევაკუაცია იგეგმება, რადგან ბოლო პერიოდში რამდენიმე ბომბია აღმოჩენილი. მათი განეიტრალების ოპერაციის დროს მოსახლეობა იძულებული გახდება, ტერიტორია დატოვოს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi