სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ბებიაჩემის დატოვებული ერთი მედალიონი მაქვს, ხშირად არ ვატარებ…“ – სალომე ზურაბიშვილი თილისმასა...

„ბებიაჩემის დატოვებული ერთი მედალიონი მაქვს, ხშირად არ ვატარებ…“ – სალომე ზურაბიშვილი თილისმასა და აქსესუარებზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრობდა.

პრეზიდენტი მაყურებლების წინაშე განსხვავებული თემებით წარსდგა და ისეთ საკითხებზე უპასუხა წამყვანის კითხვებს, რაზეც აქამდე არ უსაუბრია.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თუ გაქვთ თილისმა ან აქსესუარი, რომელსაც სულ თან ატარებთ – სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:

„სულ ვატარებ ამ ჯვარს…

სულ არ ვატარებ, მაგრამ მაქვს ბებიაჩემისგან დატოვებული ერთი მედალიონი, რომელიც არის ერთადერთი რამ, რაც მოდის საქართველოდან, მაგრამ არ ვატარებ, ვინახავ… ზოგჯერ ვატარებ.

ხშირად ვიღებ შენიშვნებს ჩემებისგან, მეზარება ზოგჯერ (სამკაულის) შეცვლა, ხშირტად ერთსა და იმავე სამკაულს ვატარებ, რადგან ცოტა მეტი დრო რომ მქონდეს შევარჩევდი“ – თქვა პრეზიდენტმა გადაცემაში.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ხშირად ატარებს ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ სამკაულებს.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  იმერეთში 30 000 აბონენტს ელექტროენერგია, 237 სოფელს კი გაზი არ მიეწოდება
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი