პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსბათუმში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირმა 3 პოლიციელი დაჭრა - შსს

ბათუმში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირმა 3 პოლიციელი დაჭრა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე 20 იანვარს მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში ამბობენ, დააკავეს ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქე, რომელიც გამოძახებაზე მისულ პოლიციელებს დანით თავს დაესხა, რა დროსაც, სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრა სამი პატრულ-ინსპექტორი.

„მიმდინარე წლის 20 იანვარს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მყოფ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქესთან დაკავშირებით.

შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რა დროსაც ფსიქიკურად დაავადებული პირი – 1998 წელს დაბადებული გ.ნ. თან ნაქონი დანით მათ მოულოდნელად თავს დაესხა.

გ.ნ.-მ მის განიარაღებისა და დაკავების პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის
გამოყენებით ჭრილობები მიაყენა.

სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. დაშავებული პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. სამივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე
პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

  სანამ არაფერი ვიცით ოჯახზე მეზობლების კომენტარების გარდა, თავი შეიკავეთ იმ ქალის განსჯისგან, „ბავშვები სახლში მარტო როგორ დატოვა“, როცა მის ფეხსაცმელებში არ გიცხოვრიათ ერთი დღეც კი“ – რას წერს ჟურნალისტი ნინა ბაიდაური
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი