ბათუმი ქუჩის მხატვრობის ფესტივალს მასპინძლობს. პროექტი ხორციელდება აჭარის კულტურის სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის ფარგლებში და მისი მიზანია ქალაქის ურბანული სივრცის გამრავალფეროვნება, ქუჩის მხატვრობის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა მხატვრების მხარდაჭერა, ტურისტული პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი და უცხოელი მხატვრების დაახლოება.

„ქუჩის მხატვრობის ფესტივალი ბათუმი 2025“-ის ფარგლებში ბათუმის პორტის გარე კედლის მოხატვა მიმდინარეობს. ფესტივალის მთავარი თემაა „თანამედროვე ურბანული იდენტობა“. პროექტში ადგილობრივი მხატვრები, უცხოელი არტისტები და მოხალისეები მონაწილეობენ. ფესტივალის პროგრამა მოიცავს ღია ვორქშოპებსა და მასტერკლასებს, რომლებში ჩართვა დამწყებ მხატვრებთან ერთად, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
ბათუმის ქუჩის მხატვრობის ფესტივალი ჩამოყალიბდება, როგორც მნიშვნელოვანი კულტურული პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად გააერთიანებს სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.