ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმი„ბავშვს შემთხვევით შეერჭო გამოყენებული ნემსი...“ - ინფექციონისტი განმარტავს, რა უნდა გააკეთოთ ამ...

„ბავშვს შემთხვევით შეერჭო გამოყენებული ნემსი…“ – ინფექციონისტი განმარტავს, რა უნდა გააკეთოთ ამ დროს, რომ დაავადებები თავიდან აიცილოთ

სამედიცინო ჯგუფში ერთ-ერთმა მშობელმა დაწერა, რომ მის შვილს შემთხვევით შეერჭო გამოყენებული ნემსი, რომელიც ლიფტში, ხურდის ჩასაყრელ ადგილზე იდო და ბავშვმა ვერ დაინახა. დედას აინტერესებდა, რამდენად საყურადღებო იყო ეს შემთხვევა, ან რა უნდა გაეკეთებინა. მსგავს ისტორიას სხვადასხვა ჯგუფში ხშირად აზიარებენ. ამიტომაც, ექიმ ინფექციონისტს, ალექსანდრე გოგინავას დავუკავშირდით და ვთხოვეთ, განემარტა მშობლებისათვის, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს და რა უნდა გაითვალისწინონ აუცილებლად:

– პირველ რიგში, განვსაზღვროთ, ზოგადად, რა დაავადებები შეიძლება ადამიანს გამოყენებული ნემსის შერჭობის შემდეგ გადაედოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შემთხვევა ქუჩაში, ლიფტში ხდება: ვირუსული ინფექციების განვითარება ასეთ დროს ყველაზე ხშირია. მათგან 3 ყველაზე სახიფათო ინფექციას გამოვყოფდი. ესენია:

B ჰეპატიტი,
C ჰეპატიტი
აივ ინფექცია.

ასევე, არის იმის ალბათობაც, რომ შერჭობის შემდეგ მეორადი ბაქტერიული ინფექცია განვითარდეს. ამიტომ, თუ ბავშვს, ან მოზრდილს გამოყენებული ნემსი შეერჭობა, აუცილებელია, რომ პირველ რიგში, თბილი, გამდინარე წყლით კარგად ჩამოვბანოთ, შემდეგ, სახლის პირობებში ჭრილობაზე რაიმის დაკვრა, სპირტიანი სახვევის გამოყენება არ ვცადოთ და სპეციალისტს მივმართოთ. რადგანაც, როგორც აღვნიშნე, გამოყენებული ნემსის შერჭობის შემდეგ, შესაძლებელია, B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი და აივ ინფექცია განვითარდეს. რაც შეეხება დაავადებების პრევენციას, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სახლის პირობებში მხოლოდ ჭრილობის საპნით ჩამობანაა აუცილებელი. შემდეგ უკვე, როდესაც სპეციალისტს მივმართავთ, ეს იქნება პედიატრი, თუ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმი, ის მდგომარეობას შეაფასებს, ანამნეზს გამოიკითხავს. განსაზღვრავს, სად მოხდა ნემსის შერჭობა, რა ლოკალიზაციისაა ჭრილობა და მას შემდეგ პრევენციულ ღონისძიებებს დაგეგმავს.

B ჰეპატიტისა და აივ ინფექციის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები არსებობს, რომელიც სპეციფიკურ პროფილაქტიკას მოიცავს, ეს იქნება ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება, თუ იმუნოგლობულინი. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სპეციალისტის მხრიდან ინდივიდუალური შეფასება და შემდგომი ეტაპების დაგეგმვა სჭირდება. ასევე, თუკი ნემსი ნიადაგზე, მიწიან, დაბინძურებულ მიდამოში იყო, ეს კიდევ სხვა დაავადების განვითარების რისკს აჩენს. მაგალითად, ტეტანუსის.ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჭრილობა დროულად ჩამოვბანოთ. ასევე, ვნახოთ, სად იყო ნემსი და აუცილებლად მივმართოთ ექიმს.

  ექიმმა დაასახელა 10 ალერგენი სახლში, რომელიც ცემინებას და რინიტს იწვევს

– რა ტიპის ანალიზების ჩატარებაა ასეთ დროს რეკომენდებული?

– ანალიზებიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ინფექციებზე გვაქვს ეჭვი. რაც შეეხება ვირუსულ ჰეპატიტებსა და აივ ინფექციას, მისი ანალიზები კეთდება. ეს შეიძლება ანტისხეულების განსაზღვრით, ან პისიარ ტესტით გავაკეთოთ, რომელიც ვირუსის რაოდენობასა და არსებობას გვაჩვენებს.

ანტისხეულების ანალიზი 3 თვის შემდეგ იძლევა პასუხს. აქედან გამომდინარე, სწრაფი რეაგირებისთვის არ გამოგვადგება. პისიარ ტესტი კი პასუხს 72 საათში გვაძლევს. მაგრამ, ექიმის შეფასების საფუძველზე, პრევენციული ღონისძიებების დაწყება იქამდე უნდა მოხდეს, სანამ ანალიზის პასუხი გვექნება. თუ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების გადადების დაბალი რისკია, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, პაციენტს რაიმე სპეციფიკური პრევენციული მკურნალობა არ ჩაუტარდეს, არამედ მიეცეს რეკომენდაცია, რომ რამდენიმე კვირაში ანტისხეულების განსაზღვრა მოხდეს.

თუ მაღალი რისკია, შეიძლება პირდაპირ მიეცეს რეკომენდაცია, რომ პისიარ ტესტი გაკეთდეს, რათა დაავადება დროულად აღმოვაჩინოთ და მკურნალობა დავიწყოთ. თუ ძალიან მაღალ რისკთან გვაქვს საქმე, შესაძლოა, ტესტის ჩატარების გარეშეც დაიგეგმოს სპეციფიკური პრევენციული ღონისძიებები. ეს იქნება ვირუსული ჰეპატიტების, აივის საწინააღმდეგო თუ ბაქტერიული ინფექციების პრევენცია. ინდივიდუალურად ხდება და როგორც აღვნიშნე, ეს დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ჭრილობის ხასიათსა და იმ ლოკაციაზე, საიდანაც ბავშვს ნემსი შეერჭო.

– რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ასაკს?

– მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებში, როცა პაციენტი ზუსტად ვერ გადმოგვცემს, როდის, ან სად შეერჭო ნემსი, რა თქმა უნდა, ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება სჭირდება.

– თავად რამდენად ხშირად გქონიათ მსგავსი შემთხვევა და რა შეგიძლიათ, ურჩიოთ მშობლებს?

– სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში მსგავსი შემთხვევები არის. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სხვადასხვა დაავადება ვითარდება. შესაძლოა, ადგილობრივად, ლოკალურად ბაქტერიული ინფექცია განვითარდეს, ან მოგვიანებით ვირუსული ჰეპატიტები. აქედან გამომდინარე, თითოეულ ასეთ შემთხვევას ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ. არ უნდა უგულებელვყოთ და აუცილებლად მივმართოთ ექიმს, რომელიც სწორ რეკომენდაციებსა და მიმართულებებს მოგვცემს და მდგომარეობას ადეკვატურად შეაფასებს. ამიტომ, ვურჩევ მშობლებს, ზრდასრულ ადამიანებს, თუ ასეთი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან, დროულად მიმართონ ექიმს, რომ მდგომარეობა სწორად შეაფასონ, რომ შემდეგ სპეციფიკური მკურნალობა დაიგეგმოს, ეს იქნება რაიმე მედიკამენტის მიღება, თუ არასპეციფიკური დამუშავება და მონიტორინგი. B ჰეპატიტისა და აივ ინფექციის სპეციფიკური პრევენცია არსებობს, რაც საკმაოდ ეფექტურია. სამწუხაროდ, C ჰეპატიტის მედიკამენტური პრევენცია არ არსებობს. თუმცა, ასეთ დროს მონიტორინგი და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ანალიზის გაკონტროლება აუცილებელია. ბაქტერიული ინფექციის დროს შეიძლება ადგილობრივი, ასევე სისტემური ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება. უბრალოდ, ეს ყველაფერი ექიმმა უნდა შეაფასოს. ცალკე გამოვყოფდი შემთხვევას, როდესაც ნემსი, ბასრი საგანი დაბინძურებულ ნიადაგზეა და ის მოხვდება ორგანიზმში. ეს კიდევ დამატებით პრევენციულ ღონისძიებებს მოიცავს, რაც ტეტანუსის პრევენციასაც გულისხმობს. წყარო

  ერთი წლის წინ გადაყლაპულმა პატარა პლასტმასმა 2 წლის ბავშვის სიკვდილი გამოიწვია - „არანაირი სიმპტომი არ ჰქონია“
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი