ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაᲐხალი წელი მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალაქებში

Ახალი წელი მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალაქებში

ახალი წლის დღესასწაულზე ყველა ქალაქი განსაკუთრებულად ლამაზია. და ეს წლის ყველაზე საუკეთესო დროა

ახალი წლის დღესასწაულის მოლოდინი მხოლოდ ჩვენს გულებში არ არის: ის ყველგან შეიძლება დაინახოთ. მაღაზიების ვიტრინებში, გაფორმებულ ქუჩებში – ყველა შობა-ახალი წლისთვის ემზადება.

მსოფლიოს ყველაზე დიდი ქალაქები თითქოსდა ჯადოსნური ჯოხის დახმარებით გარდაიქმნება. შობა-ახალი წლის სული ჰაერში ტრიალებს, ცენტრალურ მოედნებზე ერთ ღამეში უზარმაზარი საახალწლოდ მორთული ნაძვის ხეები ჩნდება. მოდით ერთად დავათვალიეროთ საახალწლოდ მორთული მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ქალაქები.

ლონდონი

ახალი წელი ნანატრი დღესასწაულია. გასაოცარია, რომ მოუთმენელი მოლოდინი არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც აქვთ. რამდენიმე დღით სირბილს ვაჩერებთ, რომ ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ როგორ იცვლება ქალაქი ჯადოსნური დღესასწაულის მოლოდინში. ინგლისელები გამონაკლისს არ წარმოადგენენ. როგორც წესი, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მორთვას ჯერ კიდევ ოქტომბერში იწყებენ, რომ სადღესასწაულო განწყობა ნაადრევად შექმნან, ქალაქის მაცხოვრებლები შობა-ახალი წლის ჯადოსნურ ატმოსფეროში ჩაძირონ – რადგან ინგლისელებისთვის ეს დღესასწაული ყველაზე საყვარელი და პატივსაცემია.

ნიუ იორკი

რამდენი საახალწლო საყვარელი ფილმები სწორედ რომ ამერიკაში არის გადაღებული. და კიდევ რამდენის ყურება მოგვიწევს! გასაოცარია, მაგრამ ამერიკელებს ისე, როგორც არავის, შეუძლიათ ქალაქში, კერძოდ ნიუ-იორკში საახალწლო განწყობა შექმნან – თუნდაც გაიხსენეთ, ნაძვის ხის ანთებას როგორი გრანდიოზული დღესასწაული მოჰყვება. ესტუმრეთ როკფელერის ცენტრს, რომ 30 ათასი სათამაშოთი მორთული უზარმაზარი ნაძვის ხე ნახონ, რომელიც აქ 1931 წლიდან იდგმება.

პარიზი

ახალი წლის მოსვლა აქ შეგიძლიათ ორი მთავარი მაღაზიის Pringtemps და Galeries Lafayette გაფორმებიდან დაინახოთ, თიითქოს და ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ რომელს უფრო ლამაზი და ჯადოსნური გაფორმება ექნება. ვის არ სურს საახალწლო ზღაპარში მოხვედრა.

რომი

რომში ყინვა და თოვლი არ არის. დეკემბრის დღებში ქალაქის ბაღებში ვარდები და ფორთოხლის ხეები ჰყვავიან. დღისით ტემპერატურა +15 გრადუსია, ღამით კი +7 გრადუსი. საახალწლოდ ხალხი თითქმის საზაფხულო კოსტიუმებსა და კაბებში გამოწყობილნი მწვანე მინდორზე სხდებიან, რომ შამპანურით ხელში ახალი წლის მოსვლა აღნიშნონ.

კითხვის გაგრძელება 👉 #shenisilamaze

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

  6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ნახეთ, ეპიცენტრი

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი