ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმი"ახალგაზრდას ჰგონია, უსაფრთხო ნარკოტიკს ყიდულობს. მასში შეიძლება ისეთი ნივთიერება იყოს დამატებული, რომ...

“ახალგაზრდას ჰგონია, უსაფრთხო ნარკოტიკს ყიდულობს. მასში შეიძლება ისეთი ნივთიერება იყოს დამატებული, რომ უეცარი სიკვდილი, კომა, ჰალუცინაციები, ფსიქიკის შეცვლა გამოიწვიოს”

ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი მშობელი წუხს იმაზე, რომ საქართველოში ადვილად ხელმისაწვდომი, მაგრამ საკმაოდ საშიში ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოაქტიური ნივთიერებები მომრავლდა. სამწუხაროდ, მსგავსი საშუალებების გამოყენების შედეგად, არაერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ბევრს კი სერიოზული ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და დამოუკიდებლად ცხოვრებასა და განვითარებას ვეღარ ახერხებს. პროფესორი, სამედიცინო ცენტრ “ურანტის” ხელმძღვანელი, ზურა სიხარულიძე გვესაუბრება, რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა დღეს ჩვენს ქვეყანაში, რა შედეგებს იწვევს ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება და თუნდაც, ერთჯერადად მოხმარება და რაში ხედავს გამოსავალს:

– სამწუხაროდ, აქტუალური პრობლემაა. არა მხოლოდ ზრდასრული ადამიანები, არამედ ძალიან ბევრი თინეიჯერი იყენებს როგორც სააფთიაქო ნარკოტიკს, ასევე ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს და ეს საკმაოდ საშიში ტენდენციაა. ასაკობრივი კატეგორია ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა. 13-დან 25 წლამდე ბევრი ახალგაზრდა დღეს სხვადასხვა საშიშ ნივთიერებას მოიხმარს.

– რას იწვევს მსგავსი ნივთიერებების გამოყენება ან მათზე დამოკიდებულება?

– თემის ირგვლივ სწორი ინფორმაციის სერიოზული დეფიციტია. შესაბამისად, ახალგაზრდები არ თვლიან, რომ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები დამოკიდებულებას იწვევს. მიაჩნიათ, რომ ეს უსაფრთხო ნარკოტიკია და მათი გამოყენებით, არანაირი ზიანი არ მიადგებათ. მსგავს ინფორმაციას ერთმანეთსაც უზიარებენ. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მცდარია. დღეს არც ერთი ნარკოტიკი უსაფრთხო არ არის. ეფექტის გასაძლიერებლად, ნებისმიერ ნარკოტიკში შეიძლება, კიდევ სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება იყოს გარეული. ამიტომაც, როდესაც ახალგაზრდას ჰგონია, რომ .ე.წ. უსაფრთხო ნარკოტიკს ყიდულობს, იქ შეიძლება ძალიან სერიოზული და საშიში საშუალება იყოს დამატებული, რომელმაც შესაძლოა, უეცარი სიკვდილი,პოლიორგანული უკმარისობა, კომა, ჰალუცინაციები, ფსიქიკის შეცვლა და სხვა უმძიმესი შედეგები გამოიწვიოს. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ მათ სწორი ინფორმაცია არ აქვთ და თვლიან, რომ რაკი კონკრეტულ საშუალებას ის, ვინც ყიდის, ,,უსაფრთხოს“ უწოდებს, მართლაც უსაფრთხოა… იგივე შეიძლება ითქვას სააფთიაქო პრეპარატებზე, რომლებიც ეიფორიას იწვევს. სტატისტიკის ზრდაზე მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობა არ ახდენს გავლენას. გასათვალისწინებელია, ტრავმები, ბულინგი, ზოგადად, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური სიტუაცია, ტოქსიკური გარემო, რაც ახალგაზრდებზე განსაკუთრებით მოქმედებს. ემიგრაცია ასევე ძალიან დიდი პრობლემაა. დღეს ბევრ მოზარდს, ახალგაზრდას მშობელი გვერდით არ ჰყავს. უმუშევრობა, საკუთარი კომპლექსების დაფარვის სურვილი, რეალობისგან გაქცევა – მსგავს საშუალებებს არ იყენებენ მხოლოდ იმიტომ, რომ გაერთნენ. ეს არის იმის გამოძახილი, რომ ბავშვებს ბედნიერება აკლიათ. მშობლები არ ესაუბრებიან, სკოლებში მსგავს საკითხებზე არავინ ამახვილებს ყურადღებას, ინტერნეტში კი რასაც ნახულობენ, ის ინფორმაცია არასწორია. ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორც წესი, ახალგაზრდები სანდო, სამეცნიერო სტატიებს არ კითხულობენ. ძირითადად, ერთმანეთს უსმენენ და როგორც აღვნიშნე, ეს ინფორმაცია უმეტესად არასწორია. ყველა ეს ფაქტორი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს და ამიტომაც, ისინი ეძებენ ისეთ საშუალებებს, რომელთა დახმარებითაც, სხვა რეალობის შექმნას შეძლებენ. არა მხოლოდ ნარკოტიკების გამოყენებით, არამედ ალკოჰოლზე, ლუდზე, მარიხუანაზე, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებით. ინტერნეტით ნარკოტიკების გაყიდვა ძალიან მარტივია, ყველასთვის ხელმისაწვდომია, არ კონტროლდება, ამიტომ ეს სერიოზული პრობლემაა.

ხშირად ამბობენ, რომ მარიხუანას გამოყენება უვნებელი და უსაფრთხოა. რამდენად შეესაბამება ეს წარმოდგენა სიმართლეს?

– მარიხუანა არც უვნებელია და არც უსაფრთხო. კი, ბევრ სხვა ნარკოტიკთან შედარებით, ნაკლები ზიანის მომტანია. მაგალითად, თუ მარიხუანასა და ჰეროინს შევადარებთ, რა თქმა უნდა, ნაკლებად საზიანოა. მაგრამ, მარიხუანას გამოყენებას თავისი რისკები აქვს. თუ მას იმ ასაკში მოიხმარენ, როდესაც ტვინის, ფსიქიკის ჩამოყალიბება ხდება, ის მოზარდის ფსიქიკას, სამყაროსადმი დამოკიდებულებას მთლიანად ცვლის. მარიხუანა არის ნარკოტიკი, რომლის სისტემატური მოხმარება დამოკიდებულებასა და ბევრ უარყოფით შედეგს იწვევს.

მარიხუანას მოხმარება ნაყოფზე ან შვილოსნობის ფუნქციაზე რამდენად დიდ გავლენას ახდენს?

– მარიხუანას სისტემატური მოხმარება არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ნაყოფს, არამედ შვილოსნობის ფუნქციაზე განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს. ამცირებს, სპერმატოზოიდების გამოყოფასა და ოვულაციასაც ხელს უშლის. იწვევს სექსუალურ პრობლემებს.

ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ მარიხუანა, რომელსაც დღეს ახალგაზრდები მოიხმარენ, ჰიბრიდულია. მათში ტეტრაჰიდროკარაბინოლის შემცველობა ძალიან მაღალია. ბევრი მათგანი ხელოვნურადაა გამოყვანილი და მათში 60-70% ტეტრაჰიდროკარაბინოლია, რაც კატასტროფაა… ძალიან მალე დამოკიდებულებას იწვევს და რაც მთავარია, ტოქსიკურია, მოქმედებს ტვინზე, იწვევს აზროვნების შენელებას, აქვეითებს მეხსიერებას, მამაკაცებში ამცირებს პოტენციას, აქვეითებს ლიბიდოს და ასე შემდეგ.

შესაძლებელია, ნარკოტიკულმა საშუალებამ ერთჯერადი გამოყენების შემთხვევაშიც კი, დეპრესია, შფოთვა, სუიციდისკენ მიდრეკილება, ფსიქიკური აშლილობა გამოიწვიოს?

– სწორედ ეს არის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უბედურება. უსაფრთხოდ გასაღებულ ნივთიერებებში, შესაძლებელია, გარეული იყოს სხვა ნივთიერებები, რომლებიც ერთჯერადი მოხმარების შემთხვევაშიც კი, მძიმე ფსიქიკურ აშლილობას იწვევს. ეს კი, თავის მხრივ, შესაძლოა, ინტოქსიკაციურ ფსიქოზში, დეპრესიაში, სუიციდურ აზრებში, სუიციდის მცდელობაში, ჰალუცინაციებში გამოიხატოს. მეტიც, ეს სიმპტომები შესაძლოა, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს და ერთჯერადად მოხმარებამაც კი, თავის ტვინში უმძიმესი ცვლილებები გამოიწვიოს. ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები

მსოფლიოს უცნაური სახლები

7 ივლისი 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი