პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„აჭარაში კაფე-ბარებს არაბები და რუსები ფლობენ, წესებს განზრახ არღვევენ, რადგან ჯარიმის გადახდაც...

„აჭარაში კაფე-ბარებს არაბები და რუსები ფლობენ, წესებს განზრახ არღვევენ, რადგან ჯარიმის გადახდაც კი უღირთ“ – თამბაქოს კონტროლის ალიანსი

„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ერთ-ერთი მთავარი წყარო, საიდანაც მომხმარებლები ნარკოტიკულ ნივთიერებებს იღებენ, ის კაფე-ბარებია, სადაც ჩილიმს მოიხმარენ. აქედან გამომდინარე, შსს მინისტრსა და შესაბამის ორგანოებს ვთხოვ, რომ ეს პროცესი დაამონიტორინგონ და რეაგირება მოახდინონ“, – ამის შესახებ, მედიაჰოლდინგში „კვირა“ გამართულ პრესკონფერენციაზე, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ, განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით ბევრი დარღვევა ხდება აჭარაში, სადაც კაფე-ბარებსა და რესტორნებს ძირითადად არაბები და რუსები ფლობენ, რომლებიც კლიენტებს კანონს არღვევინებენ, რადგან ჯარიმის გადახდაც კი უღირთ.

„თამბაქოსა და სხვა პროდუქტების კანონდარღვევით მოხმარების მხრივ, ტურისტულ ზონებში უფრო მეტი შემთხვევა გვქონდა. მოგეხსენებათ, სიგარეტის, ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოსა და ჩილიმის მოხმარება 2018 წლიდან არის კანონით აკრძალული. ბოლო პერიოდში რაოდენობრივად ყველაზე მეტი დარღვევა ელექტრონულ სიგარეტზე, გასახურებელ თამბაქოსა და ჩილიმზე მოდის.

მაგალითად, აჭარაში ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა კონკრეტულად ჩილიმზე დარღვევის ფაქტებია, იმ ფონზე, როცა დახურულ სივრცეში ჩილიმის არათუ მოწევა, არამედ გამოდებაც კი კანონდარღვევაა. პირადად შევსწრებივართ შემთხვევებს, როდესაც კლიენტებს მოწევის საშუალებას აძლევენ და ამასთან დაკავშირებით არავითარ შეზღუდვას არ უწესებენ.

ასევე, მიმართავენ მანიპულაციებს და რა კუთხით – მინებით ფარავენ სივრცეებს და თითქოს ამით ქმნიან იმ მოცემულობას, რომ ეს ღია სივრცეა, ამ დროს კი, რა თქმა უნდა, ეს არაა ღია სივრცე და არის დახურული. ასეთ დროს, პირველ რიგში, დაწესებულება ჯარიმდება, შემდეგ კი, თუკი იდენტიფიცირება მოხდა, თავად მწეველიც მიიღებს სანქციას.

ბევრია ისეთი დაწესებულება, სადაც ასეთი ფაქტები ხდება და ჩვენი დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ასეთი კაფე-ბარებისა თუ რესტორნების მენეჯმენტი და მფლობელები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, უფრო მეტად – არაბები და რუსები. ასეთი პირები მასობრივად ფლობენ მსგავს ბიზნესებს და კანონის ამ ნაწილებს აბსოლუტურად არ ითვალისწინებენ. არადა, როდესაც პოლიცია შედის და ადგილზე ვითარებას არკვევს, დგინდება, რომ კანონის შინაარსსა და ჯარიმების საკითხში ძალიან კარგად არიან გათვიცნობიერებული.

  ამჟამად, სარეალიზაციო ქსელში არსებული „სოფლის ნობათის“ პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი, ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს

ამ ფონზე, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ამ საჯარიმო სანქციების გადახდა უღირთ. ამიტომ, ჩვენი წინადადებაა და ამას ინიციატივის სახით წამოვაყენებთ, რომ ჯარიმების ოდენობა გაიზარდოს. ამჟამად, პირველი დარღვევისას ჯარიმა 500 ლარია, მეორე დარღვევისას – 1 000, ხოლო მესამე დარღვევისას – 2 000. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სანქციები მინიმუმ 2-2-ჯერ უნდა გაიზარდოს.

გარდა ამისა, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ერთ-ერთი მთავარი წყარო, საიდანაც მომხმარებლები სხვადასხვა აკრძალულ ნივთიერებებსა და, შესაძლოა, ნარკოტიკებსაც იღებენ, სწორედ ისეთი კაფე-ბარებია, რომლებშიც ჩილიმს მოიხმარენ. აქედან გამომდინარე, შსს მინისტრსა და შესაბამის ორგანოებს ვთხოვ, რომ ასეთ დაწესებულებებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და შესაბამისი მონიტორინგი განახორციელონ, რადგან ეს კრიმინალი და სისხლის სამართლის დანაშაულია“, – აღნიშნა ბახტურიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

რა ხდება ადამიანის ტვინში სიკვდილის დროს – კვლევა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი