ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებააშშ-ს საელჩოს ცნობით, თბილისის 3 სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღეს

აშშ-ს საელჩოს ცნობით, თბილისის 3 სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღეს

აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისის 3 სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აშშ-ის საელჩომ თბილისი სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ცნობები მიიღო:

“ისთ ფოით” სავაჭრო ცენტრში – ალექსანდრე თვალჭრელიძის ქ. 2;

“გალერია თბილისი” სავაჭრო ცენტრში – შუთა რუსთაველის გამზირი 2/4;

თბილისის სავაჭრო სივრცე [“თბილისი მოლი”] – დავით აღმაშენებლის გამზირი 16…

დამატებით ინფორმაცია მიღებისთანავე შეგატყობინებთ , ” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, თბილისის საელჩოს უსაფრთხოების რეგიონულმა ოფისმა ურჩია საელჩოს ყველა თანამშრომელს, მოერიდონ ამ ადგილებს დამატებით შეტყობინებამდე.

საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.

  გარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მომატებული კონცენტრაცია, რაც განპირობებულია ქვეყანაში სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი