შაბათი, იანვარი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„ასეთი ფრთამოტეხილი და სევდიანი არც არასოდეს არ ვყოფილვარ…ღმერთს ვევედრები, რომ ამ კაცმა...

„ასეთი ფრთამოტეხილი და სევდიანი არც არასოდეს არ ვყოფილვარ…ღმერთს ვევედრები, რომ ამ კაცმა ჩვენსკენ გამოიხედოს“

დიმიტრი ღვთისიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

რეჟისორი მეგობრის, ზურა ბერიკაშვილის მდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ ერთადერთი, რასაც სამეგობრო ნატრობს, მისი გამოჯანმრთელებაა

„ძვირფასო ადამიანებო! ძვირფასო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, ჩემო კოლეგებო, ჩემო ნამოწაფრებო და ახლანდელო „შვილებო“, ჩემი მოზარდელების დიდო არმიავ, ნათესავებო, ნათელ-მირონებო, ბავშვობისა თუ სტუდენტობის ძმებო და დებო, ყველას დიდი და განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ თუნდაც 1 წუთი დამითმეთ და მომილოცეთ დაბადების დღე! 56 წლის გავხდი და იმდენი სიყვარული მივიღე თქვენგან, რომ ბევრ დაბადების დღეს გაჰყვება. განსაკუთრებულად მილოცავდნენ ყველა იმ თეატრიდან, სადაც თუნდაც ერთი რეპეტიცია ჩამიტარებია, რომ გადავხედე მოლოცვებს, საქართველოში მოქმედი აბსოლუტურად ყველა თეატრიდან მივიღე მოლოცვა, ნამოწაფრებიდანაც შეიძლება 100 პროცენტით არა, მაგრამ ყველა გამოშვებული ჯგუფიდან მილოცავდნენ. მომილოცეს ამერიკიდან, ინგლისიდან, ლიეტუვადან, გერმანიიდან, უზბეკეთიდან, ესპანეთიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან… ყველას წინაშე ქედს ვიხრი და დიდ მადლობას მოგახსენებთ! ამდენი მოლოცვა ალბათ არცერთ დაბადების დღეს არ მიმიღია, თუმცა ასეთი ფრთამოტეხილი და სევდიანიც არც არასოდეს არ ვყოფილვარ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მოლოცვა დამაკლდა! ღმერთს ვევედრები, რომ ამ კაცმა ჩვენსკენ გამოიხედოს, თავისებური ეშმაკური ღიმილით კახურად „შემოგვიკურთხოს“. ის წონასწორობა აღადგინოს, რამაც მთელ საძმოსა თუ საახლობლოს მხარი მოგვტეხა, ოთხ თვეში ჩვენი დაბერებაც მოახერხა და დასევდიანებაც. დიდი მსმელი არ ვარ, თუმცა საკუთარ დაბადების დღეზე მიყვარდა შეთრობა, მხიარულების ბოლომდე შეგრძნება და უერთგულესი და უსაყვარლესი ადამიანების გარემოში გალაღება და „გაფრენა“. დღეს მე და გიგა პირისპირ ორნი დავსხედით ყოველგვარი ზეიმისა და პურ-მარილის გარეშე, ერთი ჭიქა დავასხით, შენი ჩვენსკენ მობრუნებისა ვთქვით და ასე დავიშალეთ. მეტი არც არაფერი გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი. ჰოდა, იქნებ ღმერთმა გვისმინოს!“ – წერს დიმიტრი ღვთისიაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
როგორ გავატაროთ 4 დღე აბუ-დაბიში

როგორ გავატაროთ 4 დღე აბუ-დაბიში

10 January, 2025
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

იანვარი 9, 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

იანვარი 9, 2025
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

იანვარი 9, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

იანვარი 8, 2025
3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

იანვარი 8, 2025
ტრამპი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

ტრამპი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

10 იანვარი 2025
თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

იანვარი 8, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი