NLP ფსიქოლოგი თეკლა გეთიაშვილი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ „პირველ არხზე“ გასულ ინტერვიუს ეხმაურებს, სადაც ამბობს, რომ თანამედროვე სოციალურ ქსელებში ადამიანის ქცევა ხშირად მის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს.
სპეციალისტი სოციალურ ქსელში არსებულ აგრესიაზე წერს და ნეგატიური კომენტარების ავტორებზე ამახვილებს ყურადღებას ფსიქოლოგი ამბობს, რომ აგრესიული კომენტარების ავტორებთან განხილვაში შესვლა არ ღირს.
„არასოდეს შეხვიდეთ აგრესიული კომენტარების ავტორებთან განხილვაში, რადგან, მანამ ვერაფერს დაგაკლებთ სხვისი ნეგატივი, სანამ თავად არ მიიღებთ და არ შემოუშვებ მის მშობელს და მატარებელს თქვენს სივრცეში.
აცადეთ, საკუთარი აგრესიის ტვირთი თავად ზიდონ და შედეგებიც თავად მოიმკონ“, – წერს NLP ფსიქოლოგი.
ცნობისთვის, NLP ფსიქოლოგი თეკლა გეთიაშვილი ამბობს, რომ თანამედროვე სოციალურ ქსელებში ადამიანის ქცევა ხშირად მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს.
მისი თქმით, იმის მიღმა, თუ რა ფოტოებსა და კადრებს აქვეყნებს ადამიანი საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში – რეალურს თუ გარკვეულწილად „დადგმულს“ – შესაძლებელია მისი ფსიქოტიპისა და თვითშეფასების გარკვეული ასპექტების დანახვა. გეთიაშვილის განმარტებით, სრულიად ბუნებრივია, როცა ადამიანი ლამაზ ფოტოებს იღებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რადგან ეს მომენტების შენახვასა და მოგვიანებით გახსენებას ემსახურება.
თუმცა, ფსიქოლოგის თქმით, არსებობს გარკვეული ზღვარი.
NLP ფსიქოლოგის თქმით, ასეთ შემთხვევაში ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების მიმართ რწმენა უქვეითდება და საკუთარ თავს მანამდე არსებულზე უფრო დაბალ შეფასებას აძლევს.
ფსიქოლოგის მოსაზრებას სოციალურ ქსელში არაერთი ნეგატიური კომენტარი მოჰყვა.
„დღეს სოციალური ქსელები საინტერესო ფსიქოლოგიურ სივრცედ იქცა, იმის მიღმა რა რეალურ, თუ არარეალურ კადრებს დებს ადამიანი სოციალურ ქსელში, შეგვიძლია გავარკვიოთ მისი ფსიქოტიპი”:


