პარასკევი, ნოემბერი 15, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიამ სასწაულთმოქმედი ხატის შექმნა იესო ქრისტეს უკავშირდება - როგორ მოხვდა ანჩისხატი საქართველოში

ამ სასწაულთმოქმედი ხატის შექმნა იესო ქრისტეს უკავშირდება – როგორ მოხვდა ანჩისხატი საქართველოში

29 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის ედესიდან კონსტანტინოპოლში ჩამობრძანებას – ანჩისხატობას დღესასწაულობს.

ანჩისხატი  ანუ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, გასაბჭოებამდე, ანჩისხატის ტაძარში იყო დაბრძანებული. 1920-იანი წლებიდან კი, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში ინახება.

სულმნათი მამა გაბრიელი ამბობს:

“სანამ ერი მუზეუმიდან ანჩისხატს არ დაიბრუნებს, აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება, როგორღა გაბრწყინდება საქართველო?”

რა ისტორია აქვს ანჩის ხატს?

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ან როგორც მას საქართველოში უწოდებენ, პირი ღვთის ხატი, ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს.

ამ სასწაულთმოქმედი ხატის შექმნა უშუალოდ უფალს ჩვენსას – იესო ქრისტეს უკავშირდება. როცა განკაცებული ღმერთი ჯერ კიდევ ადამიანთა შორის ცხოვრობდა და მათ სასწაულებით აჯილდოებდა, ქალაქ ედესის მთავარი – ავგაროზი, უკურნებელმა სენმა შეიპყრო, ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი დაკარგეს. მაშინ ავგაროზმა შიკრიკი აფრინა იესო ქრისტესთან და მისწერა, რომ თუ ამ სნეულებისაგან განკურნავდა, მის ყოველ ნებას აღასრულებდა და ურიებისაგან დევნილს თავის სამეფოში მოსვენებით აცხოვრებდა.

იესო ქრისტემ საპასუხოდ ლოცვა-კურთხევის წერილი გამოუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მისვლას ვერ შეძლებდა, რადგან თავისი დიდი საქმე ჯერ ისევ აღსასრულებელი ჰქონდა. მაშინ ავგაროზმა, რომელსაც იესოზე საუბარი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და აუტანელ ტკივილებს უმსუბუქებდა, კარის მხატვარი გაგზავნა, რათა ქრისტეს სახე დაეხატა და მისთვის ჩამოეტანა. ბევრს ეცადა მხატვარი, მაგრამ მაცხოვრის სახის ტილოზე გადატანა ვერ შეძლო. მაშინ იესომ მას ტილო გამოართვა, სახეზე მიიფარა და მასზე მისი სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა. გახარებული მხატვარი მოციქულ თადეოზთან ერთად მაშინვე ავგაროზისკენ გაემართა. ქალაქ იეროპოლისს რომ მიუახლოვდნენ, მგზავრებს დაუღამდათ და ღამე ქალაქის განაპირას მცხოვრებ მექოთნის ოჯახში გაათიეს, ხოლო ხატი იმის შიშით, რომ არ დაზიანებულიყო, ორ გამომწვარ კეცს შორის ჩაასვენეს.

შუაღამისას ზეციდან ჩამოეშვა და ხატს დაადგა ცეცხლის სვეტი, რომელმაც ქალაქის გამგებლის ყურადღებაც მიიქცია. მას ხატის შექმნის ისტორია უამბეს, ხოლო როცა იგი კეცებიდან ამოასვენეს, ნახეს, რომ მაცხოვრის ხატი ზემო კეცზეც გადასულიყო.

ქალაქის გამგებელმა ის კეცი თავის სასახლეში წაასვენა. მე-6 საუკუნეში მაცხოვრის ხატიანი კეცი მონოფიზიტური მწვალებლობის მიმდევართა ტაძარში მოხვდა. იქ იგი ნახა წმინდა ანტონ მარტომყოფელმა, ცამეტ მამათაგან ერთ-ერთმა და რათა ეს დიდი სიწმინდე მწვალებელთა ხელში არ დარჩენილიყო, ფარულად წამოიღო, ხოლო როცა იოანე ზედაზნელთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ხატიც თან ჩამოასვენა.

რაც შეეხება ხელთუქმნელი ხატის პირველ პირს, იგი მხატვარმა და მოციქულმა თადეოზმა ედესაში ჩაასვენეს. ქალაქის მახლობლად მან უკვე სასწაული მოახდინა, განკურნა კუტი ჭაბუკი, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. მეფემ რომ ეს ამბავი შეიტყო, სასწაულმოქმედ ხატს თავისი კარისკაცები შეაგება, რომელთაც იგი დიდი პატივით შეასვენეს მასთან.

ავგაროზი, რომელიც უკვე ექვსი წელი იყო საწოლზე მიჯაჭვული, ემთხვია თუ არა ხატს, მყისვე განიკურნა. ამ სასწაულით გაკვირვებულები მეფეცა და მისი ქალაქის მცხოვრებნიც უფალს ჰმადლობდნენ და ადიდებდნენ. ავგაროზი და მისი ცოლ-შვილი, რომელთაც ქრისტე ირწმუნეს, მოციქულმა თადეოზმა წმინდა სამების სახელით მონათლა. ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
როგორ გავატაროთ 5 დღე ტაილანდში და მის კუნძულებზე

როგორ გავატაროთ 5 დღე ტაილანდში და მის კუნძულებზე

14 November, 2024
190-ზე მეტი ობიექტის ვეტერინარული კონტროლის შედეგად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 5 დარღვევა გამოვლინდა

190-ზე მეტი ობიექტის ვეტერინარული კონტროლის შედეგად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 5 დარღვევა გამოვლინდა

ნოემბერი 15, 2024
ერგონომიკული დიზაინი: სამუშაო სივრცის ოპტიმიზაცია ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობისთვის

ერგონომიკული დიზაინი: სამუშაო სივრცის ოპტიმიზაცია ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობისთვის

ნოემბერი 15, 2024
რას ნიშნავს პირჯვრის გამოსახვისას თითოეული წერტილი, რომელზეც ხელს ვიდებთ

რას ნიშნავს პირჯვრის გამოსახვისას თითოეული წერტილი, რომელზეც ხელს ვიდებთ

ნოემბერი 15, 2024
VIDEO: ,,მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედა ვარ, ამაზე ცუდი სამი წელი არ მქონია.”- მაია ასათიანი

VIDEO: ,,მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედა ვარ, ამაზე ცუდი სამი წელი არ მქონია.”- მაია ასათიანი

14 ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

ნოემბერი 15, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ მოვამზადოთ მარტივი და გემრიელი სადილი

როგორ მოვამზადოთ მარტივი და გემრიელი სადილი

ნოემბერი 15, 2024
მიცერალური წყალი და მისი მნიშვნელობა სახის კანის მოვლასა და გასუფთავებაში

მიცერალური წყალი და მისი მნიშვნელობა სახის კანის მოვლასა და გასუფთავებაში

ნოემბერი 15, 2024
როგორ დავხარჯო ფული ბიუჯეტურად საზღვარგარეთ სწავლისას

როგორ დავხარჯო ფული ბიუჯეტურად საზღვარგარეთ სწავლისას

15 ნოემბერი 2024
ნაძალადევის რაიონს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა – ზღვისუბნის დასახლებაში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა – ზღვისუბნის დასახლებაში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ნოემბერი 15, 2024
„თიბისის მაცნე“ – ახალი გაზეთი, რომელიც მკითხველს აგროსიახლეებს, საინტერესო რჩევებს ადა გათამაშებებს სთავაზობს

„თიბისის მაცნე“ – ახალი გაზეთი, რომელიც მკითხველს აგროსიახლეებს, საინტერესო რჩევებს ადა გათამაშებებს სთავაზობს

ნოემბერი 15, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი