ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიამ პროცესის დროს შესაძლოა, ბაქტერიები გამრავლდეს - გაყინული ინგრედიენტის გასალღობად უვნებელ მეთოდები

ამ პროცესის დროს შესაძლოა, ბაქტერიები გამრავლდეს – გაყინული ინგრედიენტის გასალღობად უვნებელ მეთოდები

სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ირაკლი არაბული გაყინული ინგრედიენტის გასალღობად ორ უვნებელ მეთოდს ასახელებს:

– ერთი მეთოდია, როდესაც გაყინულ ინგრედიენტს საყინულიდან გამოვიღებთ, დავდებთ ჭურჭელში, საწურზე და შემდეგ მაცივარში მოვათავსებთ. ეს ერთ-ერთი უვნებელი მეთოდია. როდესაც გალღვება, შესაძლოა, წვენი არ ჰქონდეს, მაგრამ თუ გაყინულ ხორცს ვალღობთ, წვენი საწურის მეშვეობით დაიწურება და პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი იქნება.

მეორე მეთოდი გამდინარე ცივი წყლის ქვეშ გალღობაა. ეს გალღობის შედარებით უფრო სწრაფი მეთოდია.

ცივი წყლითა და ასევე, მაცივარში გალღობის მეთოდის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტს პირველადი შეფუთვა არ მოვხსნათ და ისე გავალღოთ.

ოთახის ტემპერატურაზე და ასევე, ცხელი წყლის ქვეშ გაყინული პროდუქტის გალღობა აკრძალულია. ამ პროცესის დროს შესაძლოა, ბაქტერიები გამრავლდეს. გამრავლებული ბაქტერიები კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.

 

  როგორ დაიკლოთ წონაში სიარულით – ახალი ფიტნეს ტრენდი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი