ამერიკაში ქართველი ემიგრანტი ამირან ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი ემიგრანტი, ამირან ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იყო მოთავსებული.
სამწუხაროდ, ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ქართველი ემიგრანტები ღრმა მწუხარებას გამოხატავენ და უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.


