ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პროექტების განხორციელება გრძელდება

ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პროექტების განხორციელება გრძელდება

ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლების მე-3 მასივში, შუამთის ქუჩა N40 ა-ში განხორციელდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ავარიულ შენობაში, რომლის დემონტაჟიც განხორციელდება, ამჟამად 55 ოჯახი ცხოვრობს, რომელსაც მუნიციპალიტეტი დროებით ქირით უზრუნველყოფს.

“ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, არქიტექტურული პროექტის შესაბამისად, მოეწყობა 22 ერთეული ავტოსადგომი, ორი ერთეული კომერციული ფართი და 129 საცხოვრებელი ბინა, საიდანაც 55 ბინა, გარემონტებული და მოწესრიგებული, გადაეცემათ ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს“, – განაცხადა კახა კალაძემ და მთავრობის სხდომაზე ვიზუალური მასალაც წარმოადგინა, თუ როგორი იქნება ახალი საცხოვრებელი კორპუსი.

ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთ პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, ამავე პროგრამის ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საპროექტო-საინჟინრო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს სამგორის რაიონში კიდევ ერთ მისამართზე, კერძოდ, რომანოზ ხომლელის ქუჩა, კორპუსი N4ა-ში.

“აღნიშნული კორპუსი, სადაც 44 ოჯახი ცხოვრობს, უმძიმესი მდგომარეობაა. შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება და აშენდება თანამედროვე, ქართული არქიტექტურის მქონე 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სრულად გარემონტებულ ბინებს 44 ოჯახი მიიღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება. დედაქალაქის მერმა მოუწოდა იმ მოქალაქეებს, რომლებიც მსგავს შენობებში ცხოვრობენ, იაქტიურონ და მათი რაიონის გამგეობებს მიმართონ.

მასალის გამოყენების პირობები
  ვინ იყიდა 10 ყველაზე ძვირად ღირებული სახელმწიფო ქონება - ჩამონათვალი და ფასები
მსგავსი პოსტები
კოტორი, მონტენეგრო: საუკეთესო აქტივობები

კოტორი, მონტენეგრო: საუკეთესო აქტივობები

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი