შაბათი, ნოემბერი 2, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა გვიანი არასდროსაა - რა მოხდება, თუ მოწევას დიდ...

ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა გვიანი არასდროსაა – რა მოხდება, თუ მოწევას დიდ ასაკში შეწყვეტთ

ახალი კვლევის თანახმად, სიგარეტისთვის თავის დანებება, თუნდაც 75 წლის ასაკში, სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის. ეს კი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა გვიანი არასდროს არის.

მიჩიგანის უნივერსიტეტის (U-M) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერები აცხადებენ, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად სიგარეტისთვის თავის დანებება ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ამაზე მეტყველებს ბოლო კვლევაც.

კვლევები აჩვენებს, რომ თუ დღეში 30 ღერ სიგარეტს ვეწევით, ამით უახლოეს 25 წელიწადში სიკვდილის რისკს 21%-ით ვზრდით.

თუმცა, მხოლოდ ეს არ არის. ბოლო კვლევის თანახმად, მოწევისთვის თავის დანებება ნებისმიერ ასაკში შეიძლება და ეს ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობაზე მალევე ისახება.

მკვლევრების შეფასებით, 35-იდან 75 წლამდე ასაკის ადამიანებში სიგარეტისთვის თავის დანებება მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა.

აღმოჩნდა, რომ თუ თქვენ სიგარეტის მოწევას 35 წლის ასაკში შეწყვეტთ, შანსი გეძლევათ საშუალოდ 8 წლით უფრო დიდხანს იცოცხლოთ.

დასკვნები თანხვედრაშია კანადისა და ნორვეგიის მკვლევრების წინა შედეგებთან. თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეფექტი მნიშვნელოვანია ხანდაზმულების შემთხვევაშიც. მეტიც, ასეთ შემთხვევაში თქვენი სიცოცხლე შეიძლება 4 წლითაც გახანგრძლივდეს.

ცხადია, ყველაზე მეტი სარგებელი მაშინ არის, როდესაც სიგარეტს შედარებით პატარა ასაკში ანებებთ თავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხანდაზმულ ასაკში მოწევის შეწყვეტას აზრი არ აქვს.

კვლევა ჟურნალ American Journal of Preventive Medicine-ში გამოქვეყნდა.

წყარო: on.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
სად მიიღებთ საუკეთესო ფლამენკოს გამოცდილებას მადრიდში

სად მიიღებთ საუკეთესო ფლამენკოს გამოცდილებას მადრიდში

1 November, 2024
ძალიან ბევრი ფიტნეს კლუბი არსებობს – როგორ უნდა გამოიყურებოდეს ვარჯიშის პროგრამის ბლანკი და მომხმარებლის ჯანმრთელობის შესახებ გამოკითხვის ანკეტა?

ძალიან ბევრი ფიტნეს კლუბი არსებობს – როგორ უნდა გამოიყურებოდეს ვარჯიშის პროგრამის ბლანკი და მომხმარებლის ჯანმრთელობის შესახებ გამოკითხვის ანკეტა?

ნოემბერი 1, 2024
როგორ შევარჩიოთ შესასვლელი კარი? – 3 მთავარი პრინციპი

როგორ შევარჩიოთ შესასვლელი კარი? – 3 მთავარი პრინციპი

ნოემბერი 1, 2024
„სხვლა“ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ოპერაციაა მევენახეობაში.

„სხვლა“ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ოპერაციაა მევენახეობაში.

ნოემბერი 1, 2024
„ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ – მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი

„ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ – მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი

31 ოქტომბერი 2024
9 თვეში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

9 თვეში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

ნოემბერი 1, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

ოქტომბერი 31, 2024
ინდოეთში დივალი აღნიშნეს – ნახეთ ფოტოგალერეა

ინდოეთში დივალი აღნიშნეს – ნახეთ ფოტოგალერეა

1 ნოემბერი 2024
ფოლკლორული ანსამბლის „სათანაო“ საიუბილეო კონცერტი

ფოლკლორული ანსამბლის „სათანაო“ საიუბილეო კონცერტი

ნოემბერი 1, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი