შაბათი, ნოემბერი 2, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიხმელ სუნელებში საგანგაშო რაოდენობის ტყვია აღმოაჩინეს - რა პრობლემის შექმნა შეუძლია მძიმე...

ხმელ სუნელებში საგანგაშო რაოდენობის ტყვია აღმოაჩინეს – რა პრობლემის შექმნა შეუძლია მძიმე მეტალს ბავშვებისა და უფროსებისათვის

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, რომელსაც სურსათის უვნებლობის სააგენტო საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად ატარებს, ბათუმის აგრარულ ბაზარში, საკვებ პროდუქტში, კერძოდ, ხმელ სუნელში, ჭარბი რაოდენობის ტყვია დაფიქსირდა. მიღებული შედეგებით, ხმელ სუნელში ტყვიის შემცველობამ 9 323 მგ/კგ შეადგინა, როცა დასაშვები ნორმა 2 მგ/კგ-ია. თემის შესახებ სიუჟეტი “იმედის დილამ” მოამზადა.

ანა გემაზაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ამბობს:

“წელს, ამ ეტაპზე, 200-ზე მეტი არაცხოველური, ცხოველური წარმოშობის სურსათისა და 100 სხვა დასახელების სურსათის ნიმუში გამოვიკვლიეთ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტყვია აღმოჩნდა. როდესაც ჩვენი სპეციალისტები მივიდნენ და დარღვევა აღმოაჩინეს, ბიზნესოპერატორს დაევალა როგორც ხმელი სუნელის კვლევა, ლაბორატორიული გამოცდა, ასევე, სათითაო ინგრედიენტის გამოკვლევა და ლაბორატორიული გამოცდის შედეგების წარმოდგენა. ის პარტია დავლუქეთ და მისი რეალიზება აღარ ხორციელდება.”

ორგანიზმში დიდი რაოდენობის ტყვია ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს.განსაკუთრებით კი ადრეულ ასაკში. ბავშვების ორგანიზმი, ზრდასრულებთან შედარებით, 4-5-ჯერ უფრო მეტ ტყვიას ითვისებს, რაც სწრაფი ინტოქსიკაციის რისკს ზრდის.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ამბობს:

“ყველაზე დიდი საშიშროება გახლავთ ის, რომ ტყვია ბავშვის გონებრივ განვითარებაზე, ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტზე, დასწავლის უნარზე ახდენს გავლენას. სამწუხაროდ, თუ პრობლემას დროულად არ შევაფასებთ, შემდეგში ჩარევა შეიძლება, დაგვიანებული იყოს. გარდა ამისა, ტყვია ზეგავლენას ახდენს ისეთ ორგანოებზე, როგორიცაა, სისხლი. ასეთ ბავშვებს შესაძლოა, ქრონიკული ანემია განუვითარდეთ. გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ასეთ ბავშვებს ქრონიკული შეკრულობა, ქრონიკული მუცლის ტკივილი, უმადობა აწუხებთ და ასე შემდეგ. მოზრდილებში შეიძლება ძილის პრობლემები, მეხსიერების პრობლემები, დეპრესია, რეპროდუქციულ ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემები, თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომ, ზეგავლენა მართლაც საყურადღებოა. ამ მხრივ, ტყვია ერთ-ერთ ყველაზე სერიოზული ზეგავლენის მქონე მძიმე მეტალად ითვლება.”

2019 წელს საქართველოში საერთაშორისო კვლევა ჩატარდა. კვლევაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, UNICEF და სხვადასხვა ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას. დადგინდა, რომ ტყვიის მაჩვენებელი დასავლეთ საქართველოში გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე სხვა რეგიონებში.

“სამი ძირითადი რეგიონია: აჭარა, გურია და სამეგრელო, სადაც მაჩვენებელი მართლაც ძალიან მაღალი იყო. შესაძლებელია, გარკვეული გავლენა კვების ხასიათსაც ჰქონდეს. სანელებლებს ამ რეგიონებში გაცილებით უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში. ბოლო 2 წელია, ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს.” – ამბობს ივანე ჩხაიძე.

გარეგანი დათვალიერებით სუნელში ტყვიის აღმოჩენა შეუძლებელია. იმისათვის, რომ თავი დავიცვათ, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, დაფასოებული და ეტიკეტირებული სურსათი შეიძინონ, რომლებიც შესაბამის კონტროლსა და შემოწმებას გადის.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
სად მიიღებთ საუკეთესო ფლამენკოს გამოცდილებას მადრიდში

სად მიიღებთ საუკეთესო ფლამენკოს გამოცდილებას მადრიდში

1 November, 2024
ძალიან ბევრი ფიტნეს კლუბი არსებობს – როგორ უნდა გამოიყურებოდეს ვარჯიშის პროგრამის ბლანკი და მომხმარებლის ჯანმრთელობის შესახებ გამოკითხვის ანკეტა?

ძალიან ბევრი ფიტნეს კლუბი არსებობს – როგორ უნდა გამოიყურებოდეს ვარჯიშის პროგრამის ბლანკი და მომხმარებლის ჯანმრთელობის შესახებ გამოკითხვის ანკეტა?

ნოემბერი 1, 2024
როგორ შევარჩიოთ შესასვლელი კარი? – 3 მთავარი პრინციპი

როგორ შევარჩიოთ შესასვლელი კარი? – 3 მთავარი პრინციპი

ნოემბერი 1, 2024
„სხვლა“ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ოპერაციაა მევენახეობაში.

„სხვლა“ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ოპერაციაა მევენახეობაში.

ნოემბერი 1, 2024
„ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ – მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი

„ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ – მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი

31 ოქტომბერი 2024
9 თვეში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

9 თვეში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

ნოემბერი 1, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

ოქტომბერი 31, 2024
ინდოეთში დივალი აღნიშნეს – ნახეთ ფოტოგალერეა

ინდოეთში დივალი აღნიშნეს – ნახეთ ფოტოგალერეა

1 ნოემბერი 2024
ფოლკლორული ანსამბლის „სათანაო“ საიუბილეო კონცერტი

ფოლკლორული ანსამბლის „სათანაო“ საიუბილეო კონცერტი

ნოემბერი 1, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი