კვირა, თებერვალი 9, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„ჩვენმა კეთილი ნების ელჩმა ილია თოფურიამ საოცნებო გამარჯვებიდან მიღებული თანხით ჩვენი ერთ-ერთი...

„ჩვენმა კეთილი ნების ელჩმა ილია თოფურიამ საოცნებო გამარჯვებიდან მიღებული თანხით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა“ – რას წერს ბერი ანდრიას ფონდი ილიაზე

ილია თოფურიას გაღებული ქველმოქმედების შესახებ ბერი ანდრიას ფონდი ინფორმაციას გვიზიარებს.

როგორც ფონდი წერს, ილია თოფურიამ ბრწყინვალე გამარჯვებიდან მიღებული თანხით ერთ-ერთი მათი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა.

ბერი ანდრიას ფონდი ილიას ოჯახზეც წერს და აღნიშნავს, რომ ისინი ქველმოქმედებაში ხშირად არიან ჩართული.

„ჩვენი ფონდის მეგობრების გამარჯვება ყოველთვის გვახარებს! განსაკუთრებით, მაინც ჩვენი კეთილი ნების ელჩის გამარჯვებებით ვხარობთ!

შავი ქამრის მფლობელმა ჯიუ-ჯიცუში, ორი ქვეყნის – საქართველოსა და ესპანეთის სასახელო სპორტსმენმა, ჩვენმა კეთილი ნების ელჩმა ილია თოფურიამ საოცნებო გამარჯვებიდან მიღებული თანხით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა.

ილიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია ჩვენი თინათინის ბერი ანდრიას დედის, ყრმობის მეგობარია. ქალბატონი ინგა, მეუღლესთან ზაზა თოფურიასთან და შვილებთან ერთად, წლებია ევროპაში ცხოვრობს. მანძილი მეგობრობობისთვის დაბრკოლება არ გახლავთ – ხშირად გვკითხულობს და საქართველოში ჩამოსული, აუცილებლად გვსტუმრობს.

კეთილი, ყურადღებიანი მშობლების აღზრდილი შვილის საქციელი არ გაგვკვირვებია, გვიხარია და გვეამაყება, რომ MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის  UFC პირველი ქართველი ჩემპიონი ილია “EL Matador”  თოფურია, ჩვენი ფონდის  გამორჩეული კეთილი ნების ელჩია.

მრავალი წარმატება ილიას!“ – აღნიშნულია ბერი ანდრიას ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია 21 მარტს საქართველოსა და ლუქსემბურგის უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებამდე საჩემპიონო ქამარს „დინამო არენაზე“ შეკრებილი მაყურებლების წინაშე წარადგენს.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
როგორ შევარჩიოთ შპალერი სწორად

როგორ შევარჩიოთ შპალერი სწორად

თებერვალი 8, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მივირთვათ თუ არა არასეზონური სათბურის ბოსტნეული?

მივირთვათ თუ არა არასეზონური სათბურის ბოსტნეული?

თებერვალი 8, 2025
რენე ზელვეგერი შესანიშნავ ფორმაშია – მსახიობის ტრანსფორმაცია

რენე ზელვეგერი შესანიშნავ ფორმაშია – მსახიობის ტრანსფორმაცია

თებერვალი 8, 2025
სახელმწიფო დახმარებები ემიგრანტებისთვის – რა მხარდაჭერა გააჩნიათ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს

სახელმწიფო დახმარებები ემიგრანტებისთვის – რა მხარდაჭერა გააჩნიათ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს

8 თებერვალი 2025
ბეთლემის ქუჩა — ისტორია და განვითარების ხაზი

ბეთლემის ქუჩა — ისტორია და განვითარების ხაზი

თებერვალი 8, 2025
საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილურობას ინარჩუნებს – S&P Global Ratings-ის შეფასება

საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილურობას ინარჩუნებს – S&P Global Ratings-ის შეფასება

თებერვალი 8, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი