სამშაბათი, იანვარი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსშსს კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თსუ-ს შენობაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შტაბი...

შსს კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თსუ-ს შენობაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შტაბი იყო მოწყობილი

შსს ეხმიანება კიდევ ერთ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს 18-19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შტაბი ჰქონდა გაკეთებული და უნივერსიტეტის შენობაში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

უწყება კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას და განმარტავს, რომ თსუს-ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც ეზოს ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა.

“საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შტაბი ჰქონდა გაკეთებული და უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებოდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ხაზგასმით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ 18-19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არც შენობაში და არც ეზოში, განთავსებული არ ყოფილა არანაირი შტაბი, არც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.

განვმარტავთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც ეზოს ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო და პანთეონი არ არის დახურული სივრცე და იქ შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის, აქციის მონაწილეებისთვისაც, რომლებიც უნივერსიტეტის ეზოთი აქციების პერიოდში თავისუფლად სარგებლობენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
პენიში – ლისაბონის სანაპირო ზოლთან მდებარე სანაპირო ქალაქი

პენიში – ლისაბონის სანაპირო ზოლთან მდებარე სანაპირო ქალაქი

13 January, 2025
რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

იანვარი 13, 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
როდის უნდა ავიღოთ საახალწლო ნაძვის ხე

როდის უნდა ავიღოთ საახალწლო ნაძვის ხე

იანვარი 13, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

იანვარი 13, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რატომ არის აუცილებელი ცხელი წვნიანის მირთმევა

რატომ არის აუცილებელი ცხელი წვნიანის მირთმევა

იანვარი 13, 2025
შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

იანვარი 13, 2025
ახალი წელი ევროპასა და აზიას შორის

ახალი წელი ევროპასა და აზიას შორის

13 იანვარი 2025
2024 წლის 11 თვეში, თბილისში $2,8 მილიარდის ბინები გაიყიდა – Galt&Taggart-ის ანალიზი

2024 წლის 11 თვეში, თბილისში $2,8 მილიარდის ბინები გაიყიდა – Galt&Taggart-ის ანალიზი

იანვარი 13, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი