პარიზში 2024 წლის ზაფხულის პარალიმპიური თამაშები დასრულდა.
BBC-ს ცნობით, თამაშების დახურვის ცერემონიას პარიზში, „სტად დე ფრანსზე“ 168 დელეგაციის თითქმის 4,5 ათასი წარმომადგენელი დაესწრო.
ორგანიზატორების განმარტებით, ცერემონია ჩაფიქრებული იყო როგორც დიდი წვეულება, მასში მონაწილეობა 24-მა ფრანგმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველომ ცხრა მედალი მოიპოვა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა; ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა რევაზ ჩიკოიძემ, ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს; ბრინჯაოსმედალოსნები კი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.
მასალის გამოყენების პირობები