თბილისში შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება 109 და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანას.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უმძიმესი ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში თავად შვილმა გაავრცელა ინფორმაცია – ვიდეოში კი ის ჰყვებოდა გარემოებებს, რის გამოც დანაშაული ჩაიდინა.
მასალის გამოყენების პირობები