ორშაბათი, იანვარი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიშვილის მკვლელობისთვის მისჯილი სამუდამო პატიმრობა და 14 წლის შემდეგ გარკვეული სიმართლე -...

შვილის მკვლელობისთვის მისჯილი სამუდამო პატიმრობა და 14 წლის შემდეგ გარკვეული სიმართლე – ამბავი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა (უცხოეთი)

2000 წლის 20 მაისს არგენტინის სამხრეთით მდებარე ქალაქი დაუჯერებელმა ამბავმა შეძრა.

გრასიელა დიზერი დილით ქალიშვილის საძინებელში შევიდა, რომ საუზმისთვის გაეღვიძებინა, თუმცა გოგონას სიცოცხლის ნიშნები აღარ აღენიშნებოდა. მაჯაზე აბრეშუმის ცხვირსახოცები ჰქონდა მოჭერილი, თავზე კი პოლიეთილენის პაკეტი ჰქონდა ჩამოცმული. ქალი ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა. მის ყვირილზე მეუღლეც მივიდა, გოგონა ჯერ კიდევ თბილი იყო და ფიქრობდნენ, რომ მის გადარჩენას შეძლებდნენ. ამიტომ, სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს.

მისი სხეულის გაკვეთამ აჩვენა, რომ გოგონა დიდი რაოდენობით ანტიდეპრესანტებს იღებდა. ესეც უცნაური იყო, რადგან მათ ოჯახში მსგავსი ტიპის მედიკამენტებს არავინ იყენებდა.

მკვლელობის წინა დღეს ნატალია მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. სახლში 19:00 საათისთვის დაბრუნდა. გოგონას დედამ პოლიციას უთხრა, რომ მან და მისმა ქალიშვილმა მთელი საღამო ტელევიზორის ყურებაში გაატარეს, თორმეტ საათზე კი იგი დასაძინებლად წავიდა.

გამოძიებით დადგინდა ისიც, რომ ოჯახის უფროსი, კარლოსი თავის მეგობარ ქალთან ერთად იყო და სასტუმროდან სახლში ღამის 2 საათზე დაბრუნდა. ექსპერტიზის დასკვნით კი ნატალია დაახლოებით დილის 4 საათზე გარდაიცვალა. განიხილებოდა ყაჩაღობის ვერსიაც, ნატალიას ყულაბა ცარიელი დახვდათ. მაგრამ, სხვა ყველაფერი ადგილზე იყო.

ძალიან მალე პოლიცია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მკვლელი ოჯახის წევრი იყო. ნატალიას ეპილეფსიის ძალიან მძიმე ფორმა ჰქონდა. ცოლ-ქმარი ერთად მხოლოდ ფორმალურად იყო. გრასიელას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა და მასაც თავისი ცხოვრება ჰქონდა. არც კარლოსი იღებდა შვილზე რაიმე ვალდებულებას. ამიტომაც, გამოძიებამ ჩათვალა, რომ ორივე მხარისთვის შვილის მოკვლა ხელსაყრელი იყო, რათა თავიანთი პირადი ცხოვრებისთვის მიეხედათ.

მალევე კარლოსს მოსამართლის იმუნიტეტი ჩამოართვეს და მეუღლესთან ერთად დააკავეს. გამოძიება 2 წლის განმავლობაში გაგრძელდა და 2002 წელს მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, 2006 წელს საქმის ახალი დეტალები გახდა ცნობილი, რომელიც თვითმკვლელობის ვერსიას განამტკიცებდა.

8 წლის განმავლობაში ისინი ეჭვმიტანილებად ითვლებოდნენ. როგორც კი ციხიდან გავიდნენ, მაშინვე განქორწინდნენ და თავიანთი ცხოვრება სხვა ადამიანებს დაუკავშირეს. კარლოსმა კი მოსამართლის ტიტულის აღდგენა ვეღარ შეძლო…

2012 წელს გრასიელამ თავი მოიკლა და დატოვა ჩანაწერიც, სადაც აღნიშნავდა, რომ საკუთარ შვილთან ერთად სურდა ცხოვრება.

2014 წელს სასამართლომ ყოფილ მეუღლეებს ბრალდება მოუხსნა. მათი ქალიშვილის იდუმალი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კი აღარასოდეს გაჟღერებულა.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მალაიზიის 10 ულამაზესი კუნძული

მალაიზიის 10 ულამაზესი კუნძული

13 January, 2025
რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

იანვარი 13, 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
საქსტატი – 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.0 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი – 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.0 პროცენტით გაიზარდა

იანვარი 13, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

იანვარი 13, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

იანვარი 8, 2025
შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

იანვარი 13, 2025
ახალი წელი ევროპასა და აზიას შორის

ახალი წელი ევროპასა და აზიას შორის

13 იანვარი 2025
თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

იანვარი 8, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი