ადამიანებში სქესი X და Y სისტემით განისაზღვრება: ორი X ქრომოსომა ქალის სხეულს აყალიბებს, ხოლო XY ქრომოსომა — კაცისას. რვაფეხებში ეს სხვაგვარად ხდება. მამრებს, როგორც წესი, ორი Z ქრომოსომა (ZZ) აქვთ, ხოლო მდედრებს — მხოლოდ ერთი (Z).
იმის გასაგებად, არის თუ არა მსგავსი სისტემა სხვა ცეფალოპოდებში, მკვლევრებმა ერთმანეთს რვაფეხას 3 სახეობის, კალმარის 3 სახეობისა და ნაუტილუსის 1 სახეობის გენომები შეადარეს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ცეფალოპოდების Z ქრომოსომა გენომურად გამორჩეულია და მას ძალიან ძველი წარმოშობა აქვს.
მსგავსი გამორჩეული ნიშნები კალმარისა და აღმოსავლეთაზიური ჩვეულებრივი რვაფეხას (Octopus sinensis) სახეობების გენომებშიც აღმოჩნდა. მათი განსხვავებული წარმოშობის მიუხედავად, ეს იმაზე მეტყველებს, რომ Z ქრომოსომა იქამდე არსებობდა, სანამ ისინი ევოლუციურად განცალკევდებოდნენ.
გაბრიელ კოფინგმა და მისმა გუნდმა სიღრმისეული კვლევისას Z ქრომოსომის არსებობის მტკიცებულება ნაუტილუსის გენომშიც აღმოაჩინა. ეს არსება ევოლუციისას რვაფეხას დაახლოებით 520–398 მილიონი წლის წინ გამოეყო. სავარაუდოდ, დაახლოებით ამ პერიოდში წარმოიქმნა Z ქრომოსომაც.
ეს ნიშნავს, რომ რვაფეხას შესაძლოა, ყველაზე ძველი ცხოველური სასქესო ქრომოსომა ჰქონდეს — ზოგიერთ მწერზე ძველიც კი, რომელთა სასქესო ქრომოსომებიც 450 მილიონი წლის წინ უნდა წარმოქმნილიყო. ვრცლად
მასალის გამოყენების პირობები