სამშაბათი, იანვარი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„უმძიმესი წასაკითხია ის მესიჯები, რომელსაც ვიღებ – რომ ძარცვაში ჩემ მიერ გიოს...

„უმძიმესი წასაკითხია ის მესიჯები, რომელსაც ვიღებ – რომ ძარცვაში ჩემ მიერ გიოს სახლში გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა..“ – რას წერს საბა საპანაძე

Geo Team-ის ავ­ტო­რი და დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, საბა სა­პა­ნა­ძე გიორგი მიქაუტაძის სახლის ძარცვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც საბა წერს, ის იღებს შეტყობინებებს, სადაც წერენ, რომ ძარცვაში, რომელიც მოხდა, მის მიერ მიქაუტაძის სახლში გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა.

„დღეს შუადღით ძალიან სამწუხარო ამბავი გავიგე, რომ ჩემი მეგობრის, გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს.

უმძიმესი წასაკითხი იყო ეს ამბავი და როგორც გიოს, ასევე მის ოჯახის წევრებს ანერვიულებულმა მივწერე, რადგან ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყო. საბედნიეროდ, ოჯახის ყველა წევრი კარგადაა.

უმძიმესი წასაკითხია ის კომენტარები, თუ მესიჯები, რომელსაც ამ ფაქტის გაგებიდან მოყოლებული ჩემი მისამართით ვიღებ, რომ ძარცვაში, რომელიც მოხდა, ჩემს მიერ გიოს სახლში გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა. ერთი რამ ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ვიდეოში წამითაც კი არ ყოფილა მისამართი ან სახლის ლოკაციის რაიმე მაიდენტიფიცირებელი მომენტი ნაჩვენები.

ღმერთმა იცის, რომ 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც ამ საქმეში მოღვაწეობა დავიწყე, ყველა წამი ჩვენი ფეხბურთელების კეთილდღეობაზე და კარგად ყოფნაზე ვფიქრობ.

მე და გიო ლიონის ცენტრში, ლამბორგინით ვიყავით გასულები და 10-დან 9 ადამიანი გიოს მანქანას ფოტოს უღებდა, იმდენად დიდი იშვიათობა იყო ეს ხალხისთვის. გიოს რომ ხედავდნენ საჭესთან, საერთოდ დიდი სიხარულით ეგებებოდნენ.

უღრმესი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც თბილი და გამამხნევებელი სიტყვები მომწერა, იმდენად მძიმე იყო ამ ბრალდების, ხუმრობის დონეზე წაკითხვაც, რომ სიტყვებითაც ვერ აღვწერ.

მადლობა ღმერთს, გიო კარგადაა, მისი ოჯახის ყველა წევრი კარგადაა და მჯერა, ბოროტმოქმედებს მალე იპოვიან და საკადრისად დასჯიან,“ – წერს საბა საპანაძე.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
პენიში – ლისაბონის სანაპირო ზოლთან მდებარე სანაპირო ქალაქი

პენიში – ლისაბონის სანაპირო ზოლთან მდებარე სანაპირო ქალაქი

13 January, 2025
რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

იანვარი 13, 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
როდის უნდა ავიღოთ საახალწლო ნაძვის ხე

როდის უნდა ავიღოთ საახალწლო ნაძვის ხე

იანვარი 13, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

იანვარი 13, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რატომ არის აუცილებელი ცხელი წვნიანის მირთმევა

რატომ არის აუცილებელი ცხელი წვნიანის მირთმევა

იანვარი 13, 2025
შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

იანვარი 13, 2025
ახალი წელი ევროპასა და აზიას შორის

ახალი წელი ევროპასა და აზიას შორის

13 იანვარი 2025
2024 წლის 11 თვეში, თბილისში $2,8 მილიარდის ბინები გაიყიდა – Galt&Taggart-ის ანალიზი

2024 წლის 11 თვეში, თბილისში $2,8 მილიარდის ბინები გაიყიდა – Galt&Taggart-ის ანალიზი

იანვარი 13, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი