ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ტრაგიკული ბედის კაცი იყო, შვილი დაეღუპა... „სუხიშვილებიდან“ რომ წამოვიდა, ცხოვრება აერია“ -...

„ტრაგიკული ბედის კაცი იყო, შვილი დაეღუპა… „სუხიშვილებიდან“ რომ წამოვიდა, ცხოვრება აერია“ – ვინ იყო „ციმციმა“, რომლის ცეკვამაც ინტერნეტი მოიცვა

კად­რე­ბი, რო­მე­ლიც 1958 წლით თა­რიღ­დე­ბა და რო­მე­ლიც იური (ციმ­ცი­მა) ცინ­ცა­ძის ცეკ­ვას ასა­ხავს, 27 თე­ბერ­ვალს სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. 1985 წელს 47 წლის ასაკ­ში გარ­დაც­ვლილ­მა მო­ცეკ­ვა­ვემ ზღვა აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა. მისი გა­სა­ო­ცა­რი ცეკ­ვით სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღ­ფრთო­ვან­და.

“ზო­გა­დად ვცდი­ლობ, ან­სამ­ბლის შე­სა­ხებ ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძიო, ამას არა მარ­ტო დღეს, წლე­ბის მან­ძილ­ზე სულ ვა­კე­თებ. 2014 წელს აჭა­რის აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლის მუ­ზე­უ­მი გა­იხ­სნა და მა­სა­ლებ­ზე აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ვე. იქაც არის ბა­ტო­ნი იუ­რის ფოტო. იმა­ვე წელს დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­ვა­კე­თე, სა­დაც და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე ან­სამ­ბლის ცხოვ­რე­ბაა ასა­ხუ­ლი. ფილმში ბა­ტო­ნი იუ­რის მსგავ­სად, ან­სამ­ბლში მოღ­ვა­წე, ვირ­ტუ­ო­ზი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის, ლე­გენ­დე­ბის კად­რე­ბიც არის გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი. ან­სამ­ბლი 103 წლის არის და ეს იუ­ბი­ლეც გრან­დი­ო­ზუ­ლად ჩა­ვა­ტა­რეთ…

ან­სამ­ბლი დღე­საც აგ­რძე­ლებს აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წე­ო­ბას და ლე­გენ­დე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ილეთ-მოძ­რა­ო­ბებს არ ივი­წყებს. მოკ­ლედ, სულ ძი­ე­ბა­ში ვარ, მინ­და, ვი­პო­ვო რა­ი­მე ის­ტო­რი­უ­ლი მა­სა­ლა და ახლა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, დათო გვე­ტა­ძის დახ­მა­რე­ბით მო­ვი­პო­ვე ეს ვი­დეო, სა­დაც იური ცინ­ცა­ძე ცეკ­ვავს. ის ჩვენს გვერ­დზე მა­შინ­ვე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე. ვი­დე­ომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­პყრო ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე. 27 თე­ბერ­ვა­ლი „ციმ­ცი­მას“ დღედ შე­ა­ფა­სეს” – გვე­უბ­ნე­ბა აჭა­რის აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლის “არ­სი­ა­ნი” პი­არ­მე­ნე­ჯე­რი ირი­ნა ჩახ­ვა­ძე მის­გან­ვე შე­ვი­ტყვეთ, რომ მო­ცეკ­ვა­ვე გენო ჭე­ლი­ძე ით­ვლე­ბა სცე­ნა­ზე იური ცინ­ცა­ძის მემ­კვიდ­რედ, მისი ტრა­დი­ცი­ე­ბის და ილე­თე­ბის გამ­გრძე­ლებ­ლად. შემ­დეგ კი შეკ­რი­ბა ან­სამ­ბლი, რო­მელ­საც “ციმ­ცი­მა” და­არ­ქვა.

გენო ჭე­ლი­ძე:

– 30 წე­ლია, ჩემს ან­სამ­ბლს “ციმ­ცი­მა” ჰქვია. იუ­რის შვი­ლიშ­ვი­ლი ჩემ­თან ცეკ­ვავ­და… ჩემს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში “ციმ­ცი­მას” რომ ვუ­ყუ­რებ­დი, მისი ცეკ­ვა მომ­წონ­და. თა­ვი­დან პა­რო­დი­ას ვა­კე­თებ­დი და ისე გა­ვი­თა­ვი­სე, რომ ამან სე­რი­ო­ზუ­ლი სახე მი­ი­ღო. მერე მი­თხრეს, მოდი, იცეკ­ვეო. ვი­ცეკ­ვე და ასე მი­მი­ღეს დიდ ან­სამ­ბლებ­ში. იური ძი­რძვე­ლი ბა­თუ­მე­ლი იყო, მა­შინ­დე­ლი მარ­ქსის ქუ­ჩე­ლი, ცოტა ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის კაცი გახ­ლდათ, ბევ­რი რამ შე­ემ­თხვა… “სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ ან­სამ­ბლის მო­ცეკ­ვა­ვეც იყო, მაგ­რამ და­ტო­ვა და მერე ცხოვ­რე­ბა აე­რია, ცეკ­ვას თავი და­ა­ნე­ბა. ხე­ლო­ვა­ნი კაცი გზა ხში­რად არ არის მარ­ტი­ვი… თუ დიდი ღო­ნის­ძი­ე­ბა გვქონ­და ხოლ­მე რამე, შე­ვეხ­ვე­წე­ბო­დით და გვეხ­მა­რე­ბო­და, ბო­ლოს იმა­საც ჩა­მო­შორ­და. კარ­გი შვი­ლი ჰყავს ეკა და კარ­გი სიძე.

  „ოფიციანტობიდან“ მეწარმემდე - ვინ არის რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი, რომელიც Yandex-ის მეწილე გახდა

ეკა ცინ­ცა­ძე, იური ცინ­ცა­ძის შვი­ლი:

– და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში ელე­ნე მი­წე­რია, მა­მა­ჩემ­მა ბე­ბი­ას სა­ხე­ლი და­მარ­ქვა, რად­გან მა­მას ბე­ბია ელი­ჩკა ბა­ბუ­ას­თან ერ­თად ზრდი­და… მერე ჩემს ძმას უნ­დო­და, რომ ეკა და­ე­ძა­ხა და ეკა და­მი­ძა­ხეს, მაგ­რამ ჩემ­თვის მა­ინც გულ­ში ჩამ­წვდო­მია სა­ხე­ლი ელე­ნე და მი­ხა­რია კი­დეც… კად­რე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლამ ერ­თად ვნა­ხეთ, 1958 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც მამა 21 წლი­საა. ცეკ­ვა 10 წლის ასაკ­ში და­ი­წყო… დღეს (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 27 თე­ბერ­ვალს. – ავტ.) უამ­რა­ვი ზარი და შე­ტყო­ბი­ნე­ბა მო­მი­ვი­და: “ეკა ნახე, რა კად­რე­ბია მა­მა­შე­ნის ცეკ­ვის?” და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, ნუთუ, ეს ფირი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­საც დიდი ხანი ვე­ძებ­დით, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი. ცრემ­ლებს ვერ ვი­კა­ვებ­დი. ძა­ლი­ან ბევ­რჯერ ვუ­ყუ­რე, მერე კო­მენ­ტა­რე­ბი წა­ვი­კი­თხე და კი­დევ უფრო ამევ­სო გული სი­ა­მა­ყით, ბევ­რჯერ მსმე­ნია და გა­მი­გია, რომ „ციმ­ცი­მა“ შე­უ­და­რე­ბე­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ ამ კად­რებ­მა გა­ა­ორ­მა­გა ეს შე­ფა­სე­ბე­ბი. მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ეს ისე­თი გრძნო­ბაა, რა­მაც აქამ­დე მო­მიყ­ვა­ნა, ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ. მად­ლო­ბა მინ­და ყვე­ლას გა­და­ვუ­ხა­დო, ვინც ეს კად­რე­ბი მო­ი­პო­ვა, კერ­ძოდ, დათო გვე­ტა­ძეს და მი­რან­და ბაღ­და­დიშ­ვილს, ვინც პირ­ვე­ლად გა­ა­ზი­ა­რა. მად­ლო­ბა ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბის­თვის და შე­ფა­სე­ბის­თვის.

იზოლ­და აბა­იშ­ვი­ლი იური ცინ­ცა­ძის მე­უღ­ლეა. ის ბა­თუ­მის ხა­რი­ტონ ახვლე­დი­ა­ნის მუ­ზე­უ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტია, სა­დაც 60 წე­ლია მუ­შა­ობს:

– დღეს იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მეხ­მი­ა­ნე­ბა, ტი­რის, მეც მა­ტი­რეს, სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლე­ბიც იყო, გახ­სე­ნე­ბაც, დიდ ემო­ცი­ებ­ში ჩავ­ვარ­დით…

– რო­დის და რო­გორ გა­და­იკ­ვე­თა თქვე­ნი გზე­ბი?

– სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ფი­ლო­ლო­გი­ურ­ზე ვსწავ­ლობ­დი, რომ შე­მამ­ჩნია, მისი სურ­ვი­ლი იყო, გა­ვე­ცა­ნი და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ გა­მეც­ნო. თან მუ­ზე­უმ­ში ვმუ­შა­ობ­დი და იქ მო­მა­კი­თხა. მერე დავ­მე­გობ­რდით. ის­ტო­რი­ებს მიყ­ვე­ბო­და თა­ვის თავ­ზე. 6 თვის შემ­დეგ შე­ვუღლდით. შეგ­ვე­ძი­ნა 2 შვი­ლი – უფ­რო­სი, ვაჟი დათო და უმ­ცრო­სი – ეკა. ჩემი ბიჭი ძა­ლი­ან კარ­გი, ნი­ჭი­ე­რი, ჭკვი­ა­ნი იყო, მაგ­რამ 1992 წელს და­მე­ღუ­პა, დამ­რჩა გოგო ეკა, რო­მე­ლიც გა­თხოვ­და მა­მუ­ლა­ძე­ზე და ჰყავს 2 ბიჭი, კარ­გი სიძე და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მყავს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, მაგ­რამ მო­გო­ნე­ბე­ბი მძი­მე მაქვს…

  რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 20 მაისს

– ბა­ტო­ნი იური ვერ მო­ეს­წრო, ხომ შვი­ლის და­ღუპ­ვას?

– ვერა, 1992 წელს უკვე ცო­ცხა­ლი აღარ იყო… ჩემს მე­უღ­ლეს ვე­უბ­ნე­ბო­დი კი­დეც, ასე­თი ცხოვ­რე­ბით დიდ­ხანს ვერ გას­ტან-მეთ­ქი, არ დაგ­ვი­ჯე­რა, თავს არ მი­ხე­და, ქე­ი­ფი, სმა და ღვიძ­ლი და­უ­ზი­ან­და… ჩემ­ზე გა­და­ი­ა­რა დიდ­მა ნერ­ვი­უ­ლო­ბამ. ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტომ გა­ვა­კე­თე, რომ შვი­ლე­ბი ფეხ­ზე და­მე­ყე­ნე­ბი­ნა. გვქო­ნო­და ისე­თი ოჯა­ხი, რაც მა­საც გა­უ­ხარ­დე­ბო­და… ჯან­მრთე­ლი ორ­გა­ნიზ­მი ექ­ნე­ბო­და, კარ­გი ქო­რე­ოგ­რა­ფი, კარ­გი მო­ცეკ­ვა­ვე და კარ­გი მა­მაც იქ­ნე­ბო­და, თა­ვის თა­ვის­თვის რომ მი­ე­ხე­და. მაგ­რამ დიდი სიძ­ნე­ლე­ე­ბი რომ ჰქონ­და ცხოვ­რე­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი და ალ­ბათ იმის ბრა­ლიც იყო…

– რა სიძ­ნე­ლე­ე­ბი?

– რომ და­ი­ბა­და, მამა ომში იყო და 1942 წელს პო­ლი­ტი­კურ ნი­ა­დაგ­ზე და­უხვრი­ტეს. დარ­ჩა ობო­ლი, რად­გან დედა გა­თხოვ­და. წა­ვი­და. მა­მამ და­უ­ბა­რა ბე­ბი­ას და ბა­ბუ­ას, ეს ბავ­შვი მა­ინც გა­მი­ზარ­დე­თო. ისი­ნიც ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ იმის­თვის, რომ კარ­გი გა­მო­სუ­ლი­ყო… იუ­რის ბე­ბია ისე უყ­ვარ­და, რომ ბე­ბია და ბა­ბუ­ას­თან ერ­თად მშობ­ლე­ბად მი­აჩ­ნდა. სახ­ლში ჰყავ­და ასე­ვე ბი­ცო­ლა და ბიძა, ყვე­ლა თავს ევ­ლე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც ობო­ლი ბავ­შვის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. ხელ­მოკ­ლე­ე­ბიც იყ­ვნენ. მამა პო­ლი­ტი­კურ­ზე კი და­უხვრი­ტეს, მაგ­რამ მისი ერთი ძმა კონ­ტრა­ბან­დის გამო და­ი­ჭი­რეს და სა­პყრო­ბი­ლე­ში გარ­და­იც­ვა­ლა, დამ ინერ­ვი­უ­ლა და 17 წლის გოგო სახ­ლში გარ­და­იც­ვა­ლა. სამი შვი­ლის დამ­კარ­გა­ვი დედა, ელი­ჩკა ზრდი­და შვი­ლიშ­ვილს. ბე­ბოს ცო­ცხა­ლი მხო­ლოდ ერთი შვი­ლი ჰყავ­და და ისიც ომის მო­ნა­წი­ლე. ასეთ რთულ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­და და იზ­რდე­ბო­და.

– მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მო­ა­ხერ­ხა, ასე­თი მო­ცეკ­ვა­ვე გამ­ხდა­რი­ყო…

– რა­ღაც თა­ვი­სე­ბუ­რი ცეკ­ვის სტი­ლი ჰქონ­და. ამი­ტომ ერ­ქვა სცე­ნის ციმ­ცი­მა და მეტ­სა­ხე­ლად „ციმ­ცი­მა“ და­არ­ქვეს. რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მა­შინ საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი იყო და გან­ცხა­დე­ბა­ში მინ­დო­და, იური ცინ­ცა­ძე (ციმ­ცი­მა) და­ე­წე­რათ და რე­დაქ­ცი­ამ არ და­მა­ნე­ბა. მეტ­სა­ხე­ლი არ შე­იძ­ლე­ბაო. გა­ვი­და წლე­ბი და მის სა­ხელ­ზე ან­სამ­ბლიც შე­იქ­მნა. გენო ჭე­ლი­ძემ მისი ხათ­რით ან­სამ­ბლს “ციმ­ცი­მა” და­არ­ქვა. მერე მას­თან ცეკ­ვა­ზე ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი მი­ვიყ­ვა­ნე. გენო თა­ვად “ციმ­ცი­მას” მოს­წავ­ლე იყო და ბა­ძავ­და კი­დეც მას. “ციმ­ცი­მა” ნო­მერ 2-ად ით­ვლე­ბო­და. იუ­რის სი­ტყვე­ბიც კი მახ­სოვს, რომ გენო ჭე­ლი­ძე და იური ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი თით­ქოს ჩემი მემ­კვიდ­რე­ე­ბი არი­ა­ნო… ეს სტი­ლი თვი­თონ ჰქონ­და და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ცეკ­ვის­თვის იყო და­ბა­დე­ბუ­ლი, ეა­მა­ყე­ბო­და, უყ­ვარ­და ეს პრო­ფე­სია. “სუ­ხიშ­ვი­ლებ­მა” რომ იხი­ლეს მისი ცეკ­ვა, იმ დღი­დან ან­სამ­ბლში წა­იყ­ვა­ნეს. თენ­გიზ სუ­ხიშ­ვი­ლი მის ძმა­კა­ცად ით­ვლე­ბო­და. „სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში“ 1958 წლის მერე1960-წლის ჩათ­ვლით იყო, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კურ­ზე დას­ჯი­ლი მა­მის შვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ გას­ტრო­ლებ­ზე არ გა­უშ­ვეს. ის აფი­შე­ბი, სა­დაც მისი გვა­რი და სა­ხე­ლი, რო­გორც მო­ნა­წი­ლის ფი­გუ­რი­რებ­და, გა­და­კეთ­და. მერე გული დას­წყდა და ან­სამ­ბლი­დან ბა­თუმ­ში წა­მო­ვი­და. ცხოვ­რე­ბაც აე­რია. ვე­ცა­დე, მის იმ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნას, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ ოჯა­ხი დარ­ჩა ისე­თი, რო­გო­რიც ალ­ბათ მას უნ­დო­და რომ ჰქო­ნო­და.

  რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 9 აპრილს

– ამ გა­და­სა­ხე­დი­დან რა იყო ამ ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბა თქვენ­თვის და მისი მე­უღ­ლე­ო­ბა?

– ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, თით­ქმის მარ­ტომ ვზი­დე ტვირ­თი, ის ამით ამა­ყობ­და, მაგ­რამ ვე­რაფ­რით მეხ­მა­რე­ბო­და, პი­რი­ქით, იქით ვეხ­მა­რე­ბო­დი. სულ მე­უბ­ნე­ბო­და, შენი იმე­დი მაქ­ვსო. ალ­ბათ ამ იმე­დით ვცხოვ­რობ დღემ­დე. ჩემი და შვი­ლე­ბის დიდი პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი იყო… რომ გარ­და­იც­ვა­ლა, დათო 16 წლის იყო, მი­თხრა, დედა, ის ჩვე­ნი მა­მაა და რაც სა­ჭი­როა, ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­კე­თეთ. ასეც იყო, მისი ამ­ხა­ნა­გე­ბი მხარ­ში და­მიდ­გნენ. დღეს რა­ტომ­ღაც დი­ლი­დან ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვე­დი, ყვე­ლა მიც­ვა­ლე­ბულს სან­თე­ლი და­ვუნ­თე, მერე სამ­სა­ხურ­ში მი­ვე­დი და თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მი­თხრეს – ასე­თი ვი­დეო ვნა­ხეთ და თვალს ვერ ვწყვეტ­თო. რა­ღაც­ნა­ი­რი დამ­თხვე­ვა იყო. ვი­დეო რომ ვნა­ხე, იმის მერე ემო­ცი­ებ­ში ვარ… წყარო

ნა­ხეთ “ციმ­ცი­მას” ცეკ­ვა, რო­მელ­მაც ინ­ტერ­ნე­ტი მო­იც­ვა

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი